national delicacy

სანსეტ შოვი

  • ID: 94
დამატებითი ინფორმაცია

"სანსეტ შოვი"-  ევრო სტანდარტების შესაბამისი პირველი სასტუმროა კურორტ შოვში, რაჭაში, რომელიც ცნობილია მთის ჰავით, წიწვოვანი ტყეებითა და მინერალური წყლების სიუხვით. კეთილმოწყობილი სასტუმრო, საუკეთესო პირობებს და სრულყოფილ სერვისს სთავაზობს ოჯახით და მეგობრებთან ერთად დასვენების მოყვარულებს. სასტუმროს პერსონალი სტუმრებისთვის შექმნის მყუდრო და მეგობრულ ატმოსფეროს, ხოლო შოვის ულამაზესი ბუნება თითოეულ სტუმარს დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით აავსებს.

 

სასტუმროს მომსახურეობაში შედის სამჯერადი კვება და სხვადასხვა გასართობი პროგრამები. სასტუმროში  ევრო სტანდარტების შესაბამისი 35 კომფორტული ნომერი ფუნქციონირებს. მათ შორისაა 12 სტანდარტული, 12 სუპერიორი და 6 დელუქს ნომერი. ასევე 5 დამოუკიდებელი ოთახი კოტეჯებში.

 

სასტუმროს სამზარეულო სტუმრებს უგემრიელეს ტრადიციულ-ქართულ და ევროპულ კერძებს სთავაზობს. მზარეული ძირითადად ადგილობრივ ბაზაზე მოყვანილი, ეკოლოგიურად სუფთა და ნატურალური პროდუქტით უმასპინძლდება სტუმრებს.

 

სასტუმროს ადმინისტრაცია   დამსვენებლებს გართობის უამრავ საშუალებას სთავაზობს. კერძოდ სპორტის სხვადასხვა სახეობებს: ბილიარდი, მაგიდის ფეხბურთი, მაგიდის ტენისი,ფეხბურთი,კალათბურთი,ფრენბურთი,ბადმინტონი,თევზაობა,ნადირობა,სათაგადასავლო საფეხმავლო ტურები,გასეირნება ცხენებით.

 

ბავშვების სათამაშო მოედანზე ანიმატორები ორგანიზებას გაუწევენ ყველაზე ძვირფასი და განსაკუთრებული სტუმრების - პატარების გართობას. სასტუმრო ასევე გთავაზობთ მინი კინოთეატრს და კლუბს, მინი აუზს, X-box და მრავალ სხვა გასართობს, რათა პატარებს ხანგრძლივი სამახსოვრო არდადეგები შეუქმნას.

 

ჩვენ არც ბუნებისა და პიკნიკების მოყვარულ დამსვენებლებს ვივიწყებთ, მათთვის მოეწყობა პიკნიკები ტყეში- სოკოს კრეფის შესაძლებლობით.

სხვათაშორის, შოვი მზის რუჯის მოყვარულთა განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცევა. კურორტის სიმაღლე და მთის ჰაერი გამოირჩევა მზის პირდაპირი გამოსხივების სიმძლავრითა და ულტრაიისფერი სხივების დიდი ოდენობით, ამიტომ შოვისთვის "მზის კურორტიც" კი უწოდებიათ. აქ საუცხოო, ჯანმრთელ და ბუნებრივ რუჯს მიიღებთ.

 

გთხოვთ გაითვალსიწინოთ, რომ სასტუმროში შინაური ცხოველები არ დაიშვება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სასტუმრომდე მისასვლელი გზის ბოლო 15 კმ არ არის ასფალტის საფარით დაფარული.

ფასი ფასი შეთანხმებით