ვორლდ თრეველი
+995 32 2 05 11 33
Georgia Tbilisi Ts. Dadiani Str. 7, Karvasla, 5th floor, room 522
ჩვენ შესახებ

World Travels ქართულ ტურისტულ ბაზარზე 2013 წლიდან  მოღვაწეობს. კომპანია თანამშრომლობს ტურისტულ და საკურორტო ორგანიზაციებთან და მომხმარებელს სთავაზობს ტურიზმის ფართო სპექტრს როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ, კერძოდ, ინდივიდუალური და  ჯგუფური   ტურ-პაკეტების ფართო არჩევანს.

ჩვენი მომსახურება მრავალფეროვანია:

 

  • ავიაბილეთები
  • მატარებლის ბილეთები
  • ავტობუსის ბილეთები
  • სასტუმროს დაჯავშნა (მსოფლიოს მასშტაბით)
  • ავტომობილის გაქირავება
  • ტრანსფერი
  • ექსკურსიები

 

კომპანია დაკომპლექტებულია პროფესიონალი და გამოცდილი კადრებით, რომელთა მიზანია ყოველდღიურად უფრო ხარისხიანი და მრავალფეროვანი მომსახურების დანერგვა. ჩვენი სტრატეგია ორიენტირებულია მომხმარებელზე და სრულად ითვალისწინებს მათ მოთხოვნებს.

კომპანია ემსახურება საქართველოს ტრადიციებისა და კულტურის წარდგენას ქვეყნის შიგნითა და მის ფარგლებს გარეთ.

ჩვენი მთავარი  ფასეულობებია  სანდოობა და ხარისხი, რაც სავსებით რეალიზებადია  როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ საიმედო პარტნიორებზე დაყრდნობით. 

არსებული საბაზრო კონკურენციის ფონზე, კომპანია ბევრ სიახლეს გეგმავს, თუმცა ერთ-ერთი მიზანი მაინც ხელმისაწვდომი  ფასების შენარჩუნებაა.  

ჩვენი მისიაა : დაგიგეგმოთ  სასურველი მოგზაურობა  და ვიყოთ მაქსიმალურად ეფექტურები მომსახურების გაწევაში.

გვენდეთ ...  ჩვენ ვქმნით თავგადასავლებს ! 

საიტით სარგებლობის გაგრძელებით, შენ ეთანხმები Cookie ჩანაწერების გამოყენებას. მეტი ინფორმაცისათვის იხილეთ Cookie პოლიტიკა