V&W Travel Georgia
595 08 07 02; 555 11 85 58; 595 100 555
ჩვენ შესახებ

ჩვენი ტურები თქვენი დროის სასაიამოვნოდ გატარებისათვის იქმნება. თქვენი დატვირთული სამუშაო თუ სასწავლო განრიგიდან, შვებულებიდან ან არდადეგებიდან თუ გსურთ ერთი, ორი, სამი დღე ან მეტი დრო დაუთმოთ საქართველოს გაცნობასა და მასთან დაახლოებას, დაისვენოთ, დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით აღივსოთ, გთავაზობთ ფართო არჩევანს – ისტორიული არქიტექტურა; ხელოვნება; ბუნება; ნაციონალური კერძები; ფეხით, ცხენით, ნავით გასეირნება ; ცხოვრება სასტუმროში, ოჯახში, კარავში, გამოქვაბულში თუ ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ; ტრადიციული ხელოსნობა; ადამიანებთან დაახლოვება; ტრადიციულ საქმიანობებში მონაწილეობის მიღება; საკუთარი თავის გამოცდა თუ მძაფრი შეგრძნებებით სიამოვნების მიღება. ან, იქნებ თავად გაქვთ რაიმეს სურვილი? – მაშინ ჩვენი ექსპერტები ინდივიდუალურ პროგრამას მოგიმზადებენ, და თუ გიჭირთ არჩევანის გაკეთება, ჩვენ დაგეხმარებით, შემოგთავაზებთ თქვენთვის შესაფერის ტურს. ჩვენი მიზანია დამსვენებელს შევთავაზოთ მომსახურების სრული პაკეტი, ხელმისაწვდომ ფასად, ყველანაირი შუამავლის გარეშე, რაც რაღა თქმა უნდა ამცირებს მათ დანახარჯებს და მომსახურებასაც უფრო მობილურს და ხარისხიანს ხდის. საქართველოს ნებისმიერი მიმართულებით. ჩვენ გთავაზობთ ტურებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში. ტურები ორიენტირებულია იმ პირებისთვის, ვისაც სურვილი აქვს სასიამოვნო დრო გაატაროს საქართველოს ულამაზეს კუთხეებში, გაერთოს, დაისვენოს და ისიამოვნოს. გარწმუნებთ, ეს მოგზაურობა ერთ–ერთ დაუვიწყარ მოგონებად დარჩება თქვენს ცხოვრებაში. 

სულ - 6

საიტით სარგებლობის გაგრძელებით, შენ ეთანხმები Cookie ჩანაწერების გამოყენებას. მეტი ინფორმაცისათვის იხილეთ Cookie პოლიტიკა