national delicacy

ანტიკური საბერძნეთი

  • ID: 10550
  • Views: 20458
  • location
    Location
  • calendar
    Tour date
    Start date of the trip
    • 21/10/15
    Return
    • 27/10/15
Additional Information

ანტიკური საბერძნეთი
21/10/2015 - 7 ღამე 575 ევროდან
ფასი მოცემულია ერთ ადამიანზე ორ ადგილიან ნომერში.
ექსკურსია ტარდება რუსულენოვანი გიდის თანხლებით. 
მოინახულეთ უძველესი ისტორიის მქონე ქვეყნის ღირსშესანიშნაობები, კულტურა, არქიტექტურა და სხვა.
ფასში შედის:
- ექსკურსია პროგრამის მიხედვით
- ორმხრივი ავიაბილეთი
- კვება
- განთავსება სასტუმროში პროგრამის მიხედვით
- სამედიცინო დაზღვევა
- დაზღვევა ვიზის არ მიღებაზე
არ შედის:
- საკონსულო მოსაკრებელი
- მუზეუმებში შესასვლელი ბილეთები
- არქეოლოგიური ზონები და მეტეორას სამონასტრო კომპლექსში შესასვლელი ბილეთი
- სასმელები ვახშამზე

აკროპოლი, ახალი მუზეუმი 12€ / 3€ ბავშვები 18 წლამდე
- მეტეორას 2 მონასტერი 6€
- დელფი (არქეოლოგიური ზონა და მუზეუმი) 9€
- დიონი 6€
- ვერგინა 8€

ტურის მიმოხილვა

1 დღე. სამშაბათი.
ჩაფრენა ქ. სალონიკის (ბერძნულად თესალონიკი) აეროპორტში, ჩრდილოეთ საბერძნეთის ანუ მაკედონიის დედაქალაქში. სასტუმროში განთავსება. ვახშამი.

2 დღე. ოთხშაბათი. სალონიკი
საუზმე სასტუმროში. დღის განმავლობაში, თქვენ გელით ქალაქ სალონიკის სითი ტური "ჩრდილოეთ საბერძნეთის გული", რომელიც ცნობილია თავისი მდიდარი ისტორიითა და თანამედროვე ცხოვრებით. აქ არის მეორე უმსხვილესი და არანაკლებ მნიშვნელოვანი საბერძნეთისთვის პორტი (რომელიც მდებარეობს ტერმაიკოს ყურეში). სხვადასხვა დროს სალონიკში ცხოვრობდნენ დიდი ორატორი ციცერონი, მოციქული პავლე, რომელიც აქ ქადაგებდა ქრისტიანობას. წარმოშობით სალონიკიდან იყვნენ კირილი და მეფოდეი, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს სლავურ დამწერლობას. დღევანდელი სალონიკი - ეს არის სტუდენტური და ახალგაზრდული ქალაქი. ზუსტად ამ ქალაქშია ბალკანეთში ყველაზე დიდი არისტოტელეს სახელობის უნივერსიტეტი, სადაც ჩამოდიან სასწავლებლად სტუდენტები მთელი მსოფლიოდან და ასევე პირველი ბერძნული კონსერვატორია. ქალაქის არქიტექტურას წარმოადგენს კლასიკური და თანამედროვე სტილის მონაცვლეობა. ქალაქის მთავარი სიმბოლოა - თეთრი კოშკი, რომელიც აგებულია ყურეს სანაპიროზე, რომე;იც ცნობილია მათთვისაც კი ვინც არასდროს ყოფილა აქ. თქვენ აგრეთვე ნახავთ სხვა ღირსშესანიშნაობებს იმპერატორი გალერიუსის ტრიუმფალურ არკას, როტონდუს, წმინდა დიმიტრის ბაზილიკას, მის წმიდა ნაწილებთან ერთად (ქალაქის მფარველი). დაბრუნება სასტუმროში. ვახშამი.

3 დღე. ხუთშაბათი. კასტორია - კალამბაკა
საუზმე სასტუმროში. საუზმის შემდეგ გავემგზავრებით ქალაქ კასტორიაში. სითი ტური ქ. კასტორიაში - კოლორიტული, რომელიც საბერძნეთის სხვა ქალაქს არ ჰგავს. აშენებულია მაღალ მთიანი ტბის ორესტიადას სანაპიროებზე, აქ ტურისტებს ხიბლავს ქალაქის ვიწრო ქუჩები, 18-19 საუკუნეების ადგილობრივი თავადაზნაუროების სასახლეებით და ბიზანტიური ეკლესიებით. კასტორია უწოდებენ " ბეწვის ქურთუკები სამეფოს" და "ბეწვის სამშობლოს." ამ დარგისადმი მაღალი ხელოვნების და სიყვარულის გამო ქალაქი აღიარებულია ბეწვის წარმოების მსოფლიო ცენტრად. თქვენ ეწვევით EDIKA-ს გამოფენა-გაყიდვის დარბაზს, სადაც თქვენ შეგეძლებათ დაათვალიეროთ მსოფლიოში ცნობილი მწარმოებლების ბეწვულის პროდუქციის კოლექცია. შემდგომ გამგზავრება ფესალიაში - მითიური კენტავრების სამშობლოში. ჩასვლა ქალაქ კალანბაკაში და განთავსება სასტუმროში, ხედებით გრანდიოზული მეტეორას კლდეზე. ვახშამი.

4 დღე. პარასკევი. მეტეორა - დელფი
საუზმე სასტუმროში. თქვენ გეძლებათ საშუალება ეწვიოთ ცნობილ მეტეორას - ადგილი, სადაც განიცდი შიშს და აღფრთოვანებას! მეტეორა არის ადამიანის ხელით შექმნილი არქიტექტურის და ბუნებრივი ლანდშაფტის ფენომენალური შერწყმა. გრანდიოზული კლდეების, რომლებიც ადის ზევით ფესალიის ხეობაში და აღწევს სიმაღლეში 600 მეტრს, წარმოადგენს იშვიათ გეოლოგიურ მოვლენას. ამ საოცარმა, მასიურმა, თითქოს ჰაერში გაჩერებულმა "ქანდაკებებმა" მიიღეს სახელწოდება მეტეორა (ბერძნული "meteoros" - ჰაერში, ზეცასა და დედამიწას შორის). მეტეორამ მომლოცველ მართლმადიდებელ ქრისტიანებში მიიღო ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი ადგილი და, ამავე დროს, ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მონახულებადი ადგილია, როგორც ქვეყნის მოსახლეობის, ასევე უცხოელი ტურისტების მიერ. მას შემდეგ, რაც ჩვენ გადაკვეთავთ ფესალიის ხეობას და გავივლით პარნასის მთას, სადაც ოდეღსაც ცხოვრობდა თვით აპოლონი, ჩვენს ვნახავთ დელფს. განთავსება მყუდრო სასტუმროში. ვახშამი.

5 დღე. შაბათი. დელფი - ათენი
საუზმე სასტუმროში. საუზმის შემდეგ ექსკურსია დელფში. ეს ქალაქი ძველად იყო ბერძნული ცივილიზაციის ძირითადი ცენტრი; ძველი ბერძნების თქმით, აქ იყო სამყაროს ცენტრი - "დედამიწის ჭიპი". აპოლონის ტაძარში პიფია წინასწარმეტყველებდა მომავალს, მისი მომსახურებით სარგებლობდნენ და მიმართავდნენ მეფეები და კითხულობდნენ სახელმწიფოს ბედს. დელფი, როგორც ყველაზე დიდი რელიგიური ცენტრი, იყო მთლიანად ბერძნების საკონტაქტო და სადისკუსიო ადგილად, რომლებიც იმართებოდნენ ლამაზ შენობებში ულამზესი იტიური ყურის იონური ზღვის ხედით. ტური იწყება კასტალური წყაროდან (მთის წყარო), რომელსაც ლეგენდის მიხედვით გამაახალგაზრდავებელი ეფექტი აქვს. წმინდა ქალაქში, სადაც ძველი ბერძნები აგებდნენ საკუთარ საგანძურს, თავისი სიმდიდრით და სიდიადით, სტუმრებს აოცებთ თეატრი, სტადიონი და სხვა მრავალი ძეგლი. 
გამგზავრება ლეგენდარულ ათენში. სასტუმროში განთავსება. ვახშამი.

6 დღე. კვირა. ათენი - არგოლიდა (კორინფიური არხი, მიკენა, ნაფპლიონი, ეპიდავრი) – ათენი
ჩვენი მოგზაურობა იწყება გაჩერებით კორინფიურ არხთან, რომელიც ჰყოფს მატერიკს "კუნძულ პელოპასთან" - პელლოპონესთან. მეხსიერებაში იწყებს აღდგენას მითები ნახევრად ღმერთზე ჰერაკლეზე, რომელმაც თავისი გმირული მოგზაურობა დაიწყო ქალაქ არგოსთან ახლოს. ეწვევით "ოქროს“ ქალაქ მიკენეს, რომელმაც მისცა თავისი სახელი მიკენეს ცივილიზაციის. შემდგომ გზად შეგხვდებათ საბერძნეთის პირველი დედაქალაქი ნაფლიონი, რომლის ულამაზეს სანაპიროზე სეირნობა უყვარდა ყველასათვის ცნობილ ონასის. იქვე ახლოს მდებარეობს უძველესი ეპიდავრი, რომელიც ცნობილია თავისი უძველესი ამფითეატრით, რომელსაცც გააჩნია განსაკუთრებული აკუსტიკა. დღემდე ამ სცენაზე იდგმება ძველი ბერძნული დრამატურგების მიერ დაწერილი შედევრები. 
დაბრუნება ათენის სასტუმროში. ვახშამი.

7 დღე. ორშაბათი. ათენი - თერმოპპილა - სალონიკი.
ტური ლეგენდარულ ქალაქში - ათენში. თქვენ დაათვალიერებთ კონსტიტუციის მოედანს, პარლამენტს უცნობი ჯარისკაცის საფლავით და საპატიო ყარაულით, პრეზიდენტის სასახლეს, ოლიმპიური ზევსის ტაძარს, პანაფიის სტადიონს და რა თქმა უნდა, აკროპოლისს - ერთ-ერთს მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვან 20 ძეგლთა შორის, რომლის ნახვა თითოეულ ჩვენთაგანს უნდა. არავის და არაფერს შეუძლია შეედაროს აკროპოლისის სილამაზეს. ის კარგად ჩანს ათენის ნებისმიერი წერტილიდან და პარფენონის თეთრი სვეტები, რომლებიც დგას ლურჯი ცის ფონზე, აღფრთოვანებულს ტოვებს თაობებს, და ემსახურება როგორც მარადიული სულის და კაცობრიობის გენიალურობის სიმბოლო. ამის შემდეგ ჩვენ დავტოვებთ სამხრეთ საბერძნეთს და დავბრუნდებით ჩრდილოეთში, ქალაქ სალონიკში. შევჩერდებით ფერმოპილეს ხეობაში, სადაც საშუალება გვექნება გადავიღოთ სამახსოვრო ფოტოები მეფე ლეონიდას ძეგლთან, რომელიც ცნობილი გახდა 300 სპარტანელის ბრძოლით მრავალრიცხოვაბიო სპარსეთის ჯარის წინააღმდეგ. 
ჩასვლა და სასტუმროში განთავსება. ვახშამი.

8 დღე. სამშაბათი. გამომგზავრება
ჩვენი მოგზაურობა დასრულდა. საუზმის შემდეგ ტრანსფერი აეროპორტში "მაკედონია" და გამგზავრება თბილისში.
ფასში შედის:
ავიაბილეთი - თბილისი - სალონიკი - თბილისი
განთავსება სასტუმროში პროგრამის მიხედვით
კვება პროგრამის მიხედვით
ტრანსფერი პროგრამის მიხედვით
რუსულენოვანი გიდი
დაზღვევა ვიზის არ მიღების შემთხვევაში
სამედიცინი დაზღვევა
Tez GSM ბარათი საჩუქრად
დაგვიკავშირდით:
2368 068


The tour includes
  • Meal Meal
  • Airtickets Airtickets
  • Transfer Transfer
  • Museum Tickets Museum Tickets
  • Guide service Guide service
  • Travel insurance Travel insurance
  • Concert tickets Concert tickets
  • Hand Luggage Hand Luggage
  • Checked-in Bag Checked-in Bag
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
  • Location
  • Tour date
    Start date of the trip
    • 21/10/15
    Return
    • 27/10/15
Similar toursView all tours