29 ივნისს, კვირას , მოლაშქრეთა კლუბი "ფენიქსი" გთავაზობთ ერთდღიან გასვლას ფშავში. ჯომარდობის და ექსტრემალური სპორტის მოყვარულებს . ტურს გვიწყობს ჯომარდი.ჯის გამოცდილი საზოგადოება , რომლებიც იზრუნებენ ჩვენს უსაფრთხო აღჭურვილობასა და ჯომარდობაზე.
გასვლა: რუსთავაველი, ველოსიპედის ძეგლი, დილის 10 საათი.
ჯომარდობის საფასური: ტრანსპორტირება თბილისიდან ფშავამდე და უკან. (საკვები უნდა წავიღოთ ჩვენით ან ავაგროვოთ საერთო თანხა )
მარშუტი: ფშავის არაგვი: კოპალას ხიდი - თვალივი, სიგრძე: 13 კმ, სირთულე: II -IV კატეგორია.
საჭირო რჩევები: ჩაიცვით მსუბუქად , სპორტულად. წამოიღეთ გამოსაცვლელი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, წინდა, პირახოცი, წყლის სათვალე (სურვილისამებრ)
გასათვალისწინებელი პირობები:
არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ/ნაბახუსევ მდგომარეობაში
არ ვიღებთ ალკოჰოლს სიარულისას/მარშირებისას
საკვებს მივირთმევთ ყველა ერთად(გარდა იმ შემთხვევისა, თუ ვინმე შეუძლოდ გახდა)
არ ვყრით ნაგავს!!!
არ მოგვყავთ შინაური ცხოველები/ფრინველები(არც გარეული)
არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე!!!
არ ვბილწსიტყავობთ!
არ ვუხვევთ დაგეგმილ მარშრუტს საკუთარი ნება-სურვილით!
არ ვყოფთ ჯგუფს "კუტოკებად" !
ყველა ერთად ვქმნით მეგობრულ, თბილ იდილიას გუნდში და ვქმომედებთ გუნდურად!
წამოსვლის არასრულწლოვანმა მსურველმა უნდა თან იყოლიოს მშობელი შეკრების ადგილზე...
მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის ყველანაირ პასუხისმგებლობას/ვალდებულებას მოლაშქრის წინაშე!
ჩემი მობილური, ლელა წიკლაური
დატვირთული , ექსტრემალური თავგადასავლის შემდეგ, დავისვენებთ ფშავის გზისპირა ლამაზ ტყეში და მივირთმევთ საკვებს :)
პ.ს ჩაეწერეთ მხოლოდ რეალური წამომსვლელები, ვისაც საკუთარი თავის იმედი გაქვთ.... ტური შედგება, სულ მცირე 10 მსურველის შემთხვევაში....
/>