Go tour გთავაზობთ 2დღიან ტურს აბუდელაურების ტბებზე -
პერიოდი: 26.07-28.07
ტურის მოკლე აღწერა:
დილის 7:00 საათზე გავდივართ თბილისიდან სოფელი როშკის მიმართულებით,5 საათიანი მგზავრობის შემდეგ ავალთ როშკაში ცოტას შევისვენებთ, გავშლით კარვებს გავამზადებთ საღამოსთვის და გავუყვებით ლაშქრობას და მოვინახულებთ:
აბუდელაურის ლურჯი ტბა
მწვანე ტბა
თეთრი ტბა
ფეხით სავალი მანძილი ერთი მიმართულებით 7 კმ. ორივე გზა 14
საღამოს უკან დაბრუნებულები კი კარვებთან, კოცონთან, ვახშამთან ერთად გავატარებთ დროს.
მეორე დღეს დილით გვექნება საუზმე, რის შემდეგაც დავიძრებით სოფელი კორშას მიმართულებით, რამდენიმე კილომეტრში გადავუხვევთ ჩარგალში, ვაჟა ფშაველას სახლ მუზეუმისკენ, მოვინახულებთ ამ მხარეს და წამოვალთ ჟინვალის წყალსაცავისკენ. აქ კარგი საპიკნიკე ადგილებია სადაც საღამოს კვლავ კოცონთან ვივახშმებთ და რომ მობინდდება თბილისისკენ გამოვემართებით.
რას მოვინახულებთ ტურის მანძილზე :
აბუდელაურების ლურჯი ტბა
მწვანე ტბა
თეთრი ტბა
სოფელი როშკა
ჩარგალი
ტურის ღირებულება ერთ ადამიანზე -
ტურის ღირებულებაში შედის:
კარვები (საძილე ტომრები, პარალონები)
კვება
ტრანსპორტირება
მეგზური
სამოგზაურო აღჭურვილობა (აუცილებელი ნივთები) :
-წყლის მოზრდილი ჭურჭელი (2 ლიტრამდე) - აბუდელაურის ტბების გზა შორია და ბევრი წყალი დაგვჭირდება გზაში
-გამოსაცვლელი ფეხსაცმელი ან წინდები მაინც აუცილებლად. შეიიძლება ერთ-ორ ადგილზე ფეხი დაგვისველდეს
-სასურველია რბილ ძირიანი ფეხსაცმელები ადვილად რომ ვიაროთ
-თბილი ტანსაცმელები. ძალიან თბილი
-სასურველია მზისგან დამცავი ქუდები და სათვალეები
დეტალებისთვის და დაჯავშნისთვის დაგვიკავშირდით :
გიორგი
2 556 446
ან მობრძანდით: დ.აღმაშენებლის 154, "მწვანე ოფისი", მე-8 სართული