national delicacy

დღე ბაქოში

  • ID: 17798
  • Views: 6673
  • location
    Location
  • calendar
    Tour date
    Start date of the trip
    • 24/06/16
    Return
    • 26/06/16
Additional Information

Nice Tours გთავაზობთ დიდ ფასდაკლებებს სამდღიან ტურზე ბაქოში ს ნაცვლად

მოსანახულებელი ადგილები:
ყვავილების ფესტივალზე დასწრება,
ჰეიდარ ალიევის მუზეუმი,
ლიტერატურული მუზეუმი, 
იჩერი–შეხერი,
შირვანშაჰების სასახლე, 
მინიატურული მუზეუმი, 
ღამის ბულვარი,
აზერბაიჯანის ხელოვნების მუზეუმი,
ქალწულის კოშკი,
მონეტების მუზეუმი.

ღირებულებაში შედის: 
სასტუმრო 4* Bosfor Hotel Baku (აუზი, საუნა, ტრენაჟორები)
+ საუზმე 2 დღე
მგზავრობა კომფორტული ტრანსპორტით
გამყოლი

ტურის აღწერა: 
I დღე:
თბილისიდან გასვლა 23 ივნისი 23:30 საათზე. ჩასვლა ბაქოში 9-10 საათისთვის, დაბინავება სასტუმროში. დასვენების შემდეგ გავისეირნებთ ღამის ბაქოში.

II დღე:
მეორე დღეს მოვინახულებთ ჰეიდარ ალიევის მუზეუმს, რომელიც შედგება დიდი კომპლექსისგან. ითვლება ერთ-ერთ თანამედროვე სიმბოლოდ ბაქოში. ლიტერატურული მუზეუმი რომელიც აშენებულის 1850 წელს, მუზეუმი არის 2 სართულიანი. იჩერი-შეჰერი ქალაქ ბაქოს ისტორიული გული. როგორც ბაქოს უძველესი ნაწილი, რომელიც მოიცავს შირვანშაჰების სასახლესა და ქალწულის კოშკს, გახდა პირველი ობიექტი მთელი აზერბაიჯანის მასშტაბით, რომელიც იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა. შირვანშაჰების სასახლე შუა საუკუნეების აზერბაიჯანის ხუროთმოძღვრების თვალსაჩინო ძეგლი. კომპლექსში შედის: სასახლის 2-სართულიანი შენობა (ყველაზე ძველია კომპლექსში), დივანხანე რვაწახნაგა დარბაზით, რომლის 5 წახნაგს ამშვენებს თარებიანი გალერეა (XV საუკუნე), გეგმით სწორკუთხა საძვალე (1435), 2-გუმბათიანი მეჩეთი და მინარეთი (1442) სეიდ იაჰია ბაქუვის მომცრო მავზოლეუმი, აღმოსავლეთის კარი (1585), აბანო. შირვანშაჰების სასახლეში მუზეუმია. მინიატურული მუზეუმი რომელშიც გამოფენილია 5000 ექსპონატი. გავისეირნებთ ღამის ბულვარში.

III დღე:
მესამე დღეს დილიდან მონახულებას დავიწყებთ მუზეუმით. აზერბაიჯანის ხელოვნების მუზეუმი - უდიდესი ხელოვნების მუზეუმი და სამუზეუმო ექსპონატი დაარსდა 1936 წელს. ქალწულის კოშკი XII საუკუნის ხუროთმოძღვრული ძეგლი ბაქოში. აგებულია სარტყლისებრ განლაგებული ქვის შვერილი რიგების მონაცვლეობით. ნაგებობა ცილინდრული ფორმისაა (სიმაღლე 28 მ, კედლების სისქე საძირკველთან 5 მ, შიგნით დანაწევრებულია 8 იარუსად) - მთელ სიმაღლეზე ებჯინება მასიური შვერილი კედელი (ე. წ. კონტრფონრი). თავდაპირველად იგი ზღვის პირას იყო აგებული, ახლა კი მასსა და ზღვას შორის პროსპექტი და ხეივანი მდებარეობს. სურვილისამებრ გავისეირნებთ გემით. შუადღისას 14:00 საათზე წამოვალთ თბილისის მიმართულებით. თბილისში ვიქნებით 11-12 საათისთვის.

ტურის თარიღი: 24-25-26 ივნისი
გასვლა: სააკაძის მოედანი 23 ივნისი 23:30 საათი

წამომსვლელთა საყურადღებოდ: 
ჩასაწერად დაგვიკავშირდით მითითებულ ნომრებზე: 
;

მომსახურებაში არ შედის მუზეუმის, კვების და გემის საფასური.
საზღვარზე მოქმედებს მხოლოდ საზღვარგარეთის პასპორტი.

გადმორიცხული თანხა ტურის ჩატარებამდე 10 დღით ადრე უკან აღარ ბრუნდება (ტური რომ არ ჩაიშალოს).

* მთვრალ მდგომარეობაში მყოფ პიროვნებას ეკრძალება წამოსვლა!!! 
* ტრანსპორტში ალკოჰოლის მიღება აკრძალულია!!! 
* დაუშვებელი გამყოლთან ურჩობა
* ამ პუნქტების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამყოლი იხსნის პასუხისმგებლობას

The tour includes
  • Meal Meal
  • Airtickets Airtickets
  • Transfer Transfer
  • Museum Tickets Museum Tickets
  • Guide service Guide service
  • Travel insurance Travel insurance
  • Concert tickets Concert tickets
  • Hand Luggage Hand Luggage
  • Checked-in Bag Checked-in Bag
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
  • Location
  • Tour date
    Start date of the trip
    • 24/06/16
    Return
    • 26/06/16
Similar toursView all tours