მარშრუტი: თბილისი-ნინოწმინდა-დავით გარეჯი- თბილისი
ტურის სახეობა: კულტურული, შემეცნებითი
ტურის ხანგრძლივობა: 1 დღე
ინფორმაცია მოსანახულებელი ობიექტების შესახებ:
ნინოწმინდის კომპლექსის მთავარი ნაგებობაა VI ს-ის III მეოთხედში აგებული წმ. ნინოს ტაძარი. გადმოცემის თანახმად წმ. ნინომ სწორედ ამ ადგილას დაისვენა და მის საპატივსაცემოდ აშენდა ეს ტაძარი. იგი არაერთხელ გადაუკეთებიათ IX-XI, XIII-XIV, XVI საუკუნეებში. XX საუკუნის ბოლოს სრულიად ს პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ნინოწმინდაში აღდგა სამონასტრო ცხოვრება, ჩატარდა სარემონტო სამუშაოები. ამჯამად აქ ფუნქციონირებს დედათა მონასტერი.
შემდგომ მოვინახულებთ ნახევრად უდაბნოში მდებარე დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსს, ფეოდალური ხანის ს ერთ-ერთ თვალსაჩინო რელიგიურ -კულტურულ ცენტრს, რომელიც მდებარეობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, გარეჯის კლდოვან მთებში. სამონასტრო კომპლექსის მცირე ნაწილი (ბერთუბანი, ჩიჩხიტური) აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს. კომპლექსი დაარსდა VI საუკუნის I ნახევარში ერთ-ერთი ასურელი მამის დავითის მიერ. კომპლექსი დღემდე ანცვიფრებს მნახველს სამშენებლო ხელოვნებისა და ფერწერის მაღალი მხატვრული ღირებულებით.
აქ აგრეთე თქვენს თვალწინ გადაიშლება საოცრად ლამაზი პანორამული ხედები- მთისა და უდაბნოს სინთეზი.
ს კულტურილი და ბუნებრივი რესურსების სიმდიდრით მიღებული შთაბეჭდილებების შემდგომ ვისადილებთ სურვილისამებრ- ბუნებაში ან გზად რომელიმე რესტორანში და გამოვემგზავრებით თბილისის მიმართულებით.
ტურის ღირებულება (18 ადამიანის შემთხვევაში) :
ტურის ღირებულებაში შედის:
- ტრანსპორტირება
- გიდის მომსახურება
- ტურ-მენეჯერის მომსახურება
- ფოტოგადაღება
ტურის ღირებულებაში არ შედის:
- კვება
ტურის ღირებულება გიდის მომსახურების გარეშე: