თუ დაგღალათ თბილისურმა ერთფეროვნებამ და არ იცით სად გაატაროთ დასამახსოვრებელი წუთები, შემოგვიერთდი ყველაზე პოზიტიურ და სათავგადასავლო
ჯიპ ტურზე და შეიგრძენი ხევსურული თავისუფლება.
ტურის განრიგი
დღე 1 – გამგზავრება შატილის მიმართულებით – კორშის ეთნოგრაფიული მუზეუმი – ლებაისკარის ციხე -კისტანის ციხეები – შატილი და ტურის ყველაზე საინტერესო მომენტი … კოცონი – მწვადი – გართობა – სიმღერა – ახალი მეგობრები – სათავგადასავლო და ინტელექტუალური თამაშები … ღამისთევა შატილში კარვებში/ საოჯახო ტიპის სასტუმროში. ფეხით სავალი მონაკვეთები: ლებაისკარზე 300 მეტრი, კისტანზე 800 მეტრი.
კორშის ეთნოგრაფიული მუზეუმი — მუზეუმი დაფუძნდა 1983 წელს. ექსპონატთა რაოდენობაა 456 ერთეული. მუზეუმში დაცულია ხევსურული ყოფის ამსახველი XVIII-XIX საუკუნეების ეთნოგრაფიული მასალა: ქალისა და მამაკაცის ხევსურული სამოსი, სამეურნეო და საბრძოლო იარაღი, ავეჯი, სპილენძის ჭურჭელი, ასევე ფოტომასალა, რომელიც ასახავს ადგილობრივ მცხოვრებთა ყოფას; შატილი — ქართული სამშენებლო ხელოვნების ერთ-ერთი ბრწყინვალე, უნიკალური ძეგლია. კლდეზე შეფენილი სოფელი ერთდროულად საცხოვრებელიც იყო და ციხესიმაგრეც, იგი საუკუნეთა მანძილზე დარაჯობდა ს ჩრდილოეთ გადმოსასვლელებს, ეს სწორედ ის ადგილია, რომელიც გულგრილს ვერავის ტოვებს;
დღე 2 – შატილის დათვალიერება – ანატორის აკლდამები – მუცო –არდოტი – გამომგზავრება თბილისში;
მუცო– სოფელი, რომელიც თითქმის გაუკაცრიელდა ერთ საუკუნეზე მეტი ხნის წინ, დაახლოებით 40-მდე შუასაუკუნეების გამაგრებული საყოფაცხოვრებო დანიშნულების სახლია განალგებული ვერტიკალურ ტერასებზე მუცო-არდოტის ხეობის თავზე, დღეისთვის ოთხი საბრძოლო დანიშნულების ციხე-კოშკი და რამდენიმე საცხოვრებელის ნანგრევია შემორჩენილი. მათ შორის ლეგენდარული თორღვას ციხე და კოშკი. მისადგომად რთულ სოფელში შენარჩუნებულია ორიგინალური არქიტექტურა და ის პოპულარული ადგილია ტურისტებისა და მთამსვლელებისთვის; ფეხით სავალი მონაკვეთები: მუცოზე 1000 მეტრი.
ტურის სახეობა: სათავგადასავლო – შემეცნებითი:
მარშრუტი: თბილისი – მცხეთა – შატილი-მუცო – არდოტი-თბილისი;
ხანგრძლივობა: 1 ღამე / 2 დღე;
სატრანსპორტო საშუალება: mitsubishi delica
განთავსება: სასტუმრო / კარავი;
ტურის ღირებულებაა
ფასში შედის :
ტრანსპორტირება პროგრამის მიხედვით
- ინსტრუქტორი/სამთო გამყოლი
- წარმომადგენელი კომპანიიდან
- განთავსება – კარავში (სასტუმროში განთავსების შემთხვევაში გვაცნობეთ ერთი კვირით ადრე)
- პირველადი სამედიცინო დახმარება:
- ფოტო და ვიდეო გადაღება.
სალაშქრო ეკიპირება და აღჭურვილობა; (მოთხოვნის შემთხვევაში)
საბანკო ანგარიში მიმღები: შპს ეფექტ ტურ ჯორჯია
ს ბანკი - საბანკო კოდი : BAGAGE22
ანგარიშის ნომერი : GE81BG3020600
დანიშნულების ადგილში მიუთითე ტურის დასახელება
( ტური ხევსურეთში)
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: T