national delicacy

  • ID: 23427
  • Views: 7711
  • location
    Location
  • calendar
    Tour date
    Start date of the trip
    • 23/06/21
    Return
    • 11/09/16
Additional Information

სამღიანი ჯიპ ტური სვანეთში

მარშრუტი: თბილისი - ზუგდიდი - მესტია - უშგული - თბილისი;
ტურის სახეობა: კულტურულ შემეცნებითი, სათავგადასავლო;
სატრანსპორტო საშუალება: JEEP Mitsubishi Delica ამ მიკრო-ავტობუსი;
კვება: სამჯერადი; (გზის კვების გარდა)
განთავსება: საოჯახო სასტუმრო;
ტურის ხანგძლიობა: 2 ღამე / 3 დღე;
მანძილი: ერთი მიმართულებით 540 კმ.

ტურის დეტალური აღწერა:

პირველი დღე: თბილისი - ენგურის წყალსაცავი - ბეჩო-უშბა-ლატალი - მესტია
პირველ დღეს ვნახავთ: მაცხოვრისა და მთავარანგელოზის ტაძრები სოფ. ლატალში, მესტია.
07:00 გასვლა თბილისიდან სვანეთს მიმართულებით;
14:00 სადილი ენგურის წყალსაცავზე;
16:00 სოფელი ბეჩო,უშბის ძირას მისვლა (ასევე შესაძლებელია უშბის ჩანჩქერზე ცხენებით ასვლა.
19:00 სოფელი ლატალი
20:00 მესტია. დაბინავება სასტუმროში. ვახშამი. ღამისთევა.

მეორე დღე: მესტია - უშგული - მესტია
მეორე დღეს ვნახავთ: სიყვარულის კოშკი, უშგულის ეთნოგრაფიული მუზეუმი, თამარ მეფის საზამთრო და საზაფხულო კოშკები, ლამარიას ციხე-კოშკი.
07:00 საუზმე;
08:00 გამგზავრება უშგულის მიმართულებით;
10:00 გზად სოფელ იფართან შეგვხვდება ე.წ. ქვაზე აშენებული სიყვარულის კოშკი;
12:00 უშგული (აქ სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია ცხენების ქირაობა ).
16:00 სოფელი კალა სადაც თუ საკმარისი დრო იქნა ვნახავთ ლაგურკის ანუ წმ. კვირიკეს და ივლიტას სახელობის ეკლესიას (XII ს - ის მხატვრობა).
19:00 დაბრუნება მესტიაში. ვახშამი. ღამისთევა.
ფეხით სავალი მონაკვეთი: უშგულში 500 მეტრი.

მესამე დღე: მესტია - ჰაწვალი - თბილისი
მესამე დღეს ვნახავთ: მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმი, ხერგიანების მუზეუმი, სათხილამურო საბაგირო მესტიაში (ჰაწვალის მთა).
07:00 საუზმე;
08:00 მესტიის ტურის განმავლობაში ვნახავთ ხერგიანების მუზეუმს, მესტიის ეთნოგრაფიულ მუზეუმს, მაცხოვრის ორსართულიან ტაძარს.
12:00 საბაგიროთი გასეირნება ჰაწვალის მთაზე საიდანაც იშლება მწვერვალ "უშბას" ულამაზესი პანორამული ხედები;
15:00 სადილი მესტიაში და გამომგზავრება თბილისის მიმართულებით;
22:00 დაბრუნება თბილისში დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით

გასვლა: 9 სექტებმერს
ფასი:

ღირებულებაში შედის:
ტრანპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით ან ჯიპებით - Mistubishi Delica;
ღამისთევა საოჯახო ტიპის სასტუმროში 2 ღამე;
სამჯერადი კვება;
ინგლისური და რუსულენოვანი გიდის მომსახურეობა;
მუზეუმებში შესასვლელი ბილეთები;
ჰაწვალის საბაგიროთი ასასვლელი ბილეთი;

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით
მის: ქეთევან დედოფლის გამზ.53ა
Tel: 2 300-700; 
Mob: ;
Email:

The tour includes
  • Meal Meal
  • Airtickets Airtickets
  • Transfer Transfer
  • Museum Tickets Museum Tickets
  • Guide service Guide service
  • Travel insurance Travel insurance
  • Concert tickets Concert tickets
  • Hand Luggage Hand Luggage
  • Checked-in Bag Checked-in Bag
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
  • Location
  • Tour date
    Start date of the trip
    • 23/06/21
    Return
    • 11/09/16
Similar toursView all tours