national delicacy

  • ID: 43771
  • Views: 3223
  • location
    Location
  • calendar
    Tour date
    Start date of the trip
    • 06/08/18
    Return
    • 08/08/18
Additional Information

30–31–1 ივლისს–აგვისტოს 3 დღიანი ტური თუშეთში. ტელ: / /

ტურის აღწერილობა

1) დ ღ ე: კახეთიდან მდინარე სტორის ულამაზესი ხეობის გავლით ავდივართ ში ყველაზე მაღალ თორღვას აბანოს სამანქანე უღელტეხილზე (2900 მ ზღვის დონიდან). აქედან კახეთის და თუშეთის ულამაზესი ხედები იშლება. გზაზე საშუალება გვექნება ვნახოთ ჩანჩქერები, ზვავები, სუბალპური და ალპური მდელოები, ცენტრალური კავკასიონის ქედის ულამაზესი, დათოვლილი მწვერვალები. სოფელ ომალოში თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის შენობის ვიზიტორთა საინფორმაციო ცენტრში, დავათვალიერებთ მცირე მუზეუმს. ფოტო გალერეის მეშვეობით გავეცნობით თუშურ კულტურას და ტრადიციებს. ვნახავთ ზემო ომალოში კესელოს ციხე–კოშკების კომპლექსს, საიდანაც თუშეთის 2 ვრცელი ხეობა ჩანს. საოჯახო სასტუმროში სადილის შემდეგ დავათვალიერებთ სოფელ შენაქოს, წმ. სამების ტაძარს, ტრადიციულ ლუდსახარშს, ბოლოს კი ნასოფლარ აგეურთას

2) დ ღ ე: ავალთ ნაყაიჩოს ქედზე(2500 მ. ზღვის დონიდან)რომელიც თუშეთის შუაგულში მდებარეობს. აქედან თუშეთის დიდი ნაწილი მოსჩანს. შემდეგ პირიქითის ხეობის სოფლებს: თუშეთის არქიტექტურულ მუზეუმად გამოცხადებული სოფელ დართლოს(იუნესკოს საცდელი ვერსია 2007წ), ციხე-სოფელ კვავლოს, ჭეშოს, ფარსმას, შემდეგ გომეწრის ხეობის სოფლებს ბოჭორნას (ყველაზე მაღალა მდებარე სოფელი 2350მ), ულამაზესი, ვრცელი ხეობის ხედებით, მთის კალთებზე მიმოფანტული სოფლებით. სოფელ დოჭუს – სადაც ჯერ კიდევ შემორჩენილია უძველესი არქიტექტურით ნაშენი 3 სართულიანი ციხე – სახლები. საღამოს ტრადიციულ, თუშურ ხინკალს მივირთმევთ.

3) დ ღ ე: გავემგზავრებით სოფელ დიკლოში, აქედან გავალთ ფეხით დაღესტნის საზღვარზე სადაც მდებარეობს ისტორიული „ბიჭეხის“ ციხე სიმაგრე, რომელსაც ულამაზსი ადგილმდებარეობა აქვს. მოვისმენთ ისტორიულ დრამას.

 

* ტურის სრული პაკეტის ღირებულება ერთი ადამიანისთვის – 240 ლ ა რ ი ! ფასში შედის: კვება: პირველი დღე სადილი და ვახშამი, მეორე დღე: 3-ჯერადი. მესამე დღე: საუზმე და სადილი. ტრანსპორტი – (გამოცდილი, ადგილობრივი მძღოლები), საოჯახო სასტუმრო, გიდი. ტრადიციული, თუშური ხინკალი, უგემრიელესი კოტორი (ხაჭაპური).

* სასტუმროში გვაქვს კუთხე სადაც საშუალება გექნებათ შეიძინონ თუშური ხელსაქმის ნიმუშები: წინდები, ჩითები, თექის ნამუშევრები.

* გასვლა თბილისიდან – მეტრო ისნის მიმდებარე ტერიტორია 7:00 სთ

The tour includes
  • Meal Meal
  • Airtickets Airtickets
  • Transfer Transfer
  • Museum Tickets Museum Tickets
  • Guide service Guide service
  • Travel insurance Travel insurance
  • Concert tickets Concert tickets
  • Hand Luggage Hand Luggage
  • Checked-in Bag Checked-in Bag
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
  • Location
  • Tour date
    Start date of the trip
    • 06/08/18
    Return
    • 08/08/18