ახლად გარემონტებული 7 ოთახიანი ოჯახური სასტუმრო გახსნა თავისი კარი სტუმრებისთვის 2017 6 ივნისს. 2 სართულიანი ლამაზი ისტორიული შენობა განთავსებულია ცაგერის ცენტრალურ მოედანზე პოლიციის შენობის მოპირდაპირედ და ქუთაისი-ლენტეხი-უშგული-მესტიის დამაკავშირებელ მთავარ მაგისტრალზე. პირველ სართულზე განთავსებულია პატარა კაფე, სადაც უგემრიელეს იულიუს მაინლის ყავით გაგიმასპინძლდებით და სურვილისამებრ დილის კონტინენტალურ საუზმესაც შემოგთავაზებთ. საუკეთესო გასაჩერებელი ადგილია ქვემო სვანეთიდან უშგულში გადამსვლელ მოგზაურისთვის. უფასო პარკირება და უკაბელო ინტერნეტი გარანტირებულია. სასტუმროს მეპატრონე იმავე სახლში ცხოვრობს დამოუკიდებელი შესასვლელით და მუდმივ ყურადღების სფეროში გამყოფებთ.