Guesthouse Bapsha მდებარეობს მესტიის ულამაზეს უბანში ლანჩვალში. სასტუმროს აქვს 12 კომფორტული ნომერი თავისი აივნებით, საიდანაც იშლება მესტიის საუკეთესო ხედები. სასტუმრო თავაზობს მომხმარებელს ეკოლოგიურად სუფთა ბუნებრივი მასალებით შექმნილ გარემოს, სასტუმროს აქვს ცენტრალური გათბობა. საუზმისთვის გათვალისწინებული რესტორანი ულმაზესი ხედებით. საკონფერენციო ოთახი. უკაბელო ინტერნეტი, უფასო ავტოსადგომი, ტრანსფერი აეროპორტიდან სასტუმრომდე და სასტუმროდან აეროპორტამდე.