სასტუმროს ჰყავს გამოცდილი შეფმზარეული და მომსახურე პერსონალი. სასტუმროს სტუმრებისათვის დღის ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომია ყავა, ჩაი და ნამცხვარი უფასოდ. ზაფხულის სეზონზე სასტუმროს სტუმრებისათვის იმართება და ბუნებაში გასვლები და პიკნიკები, ასევე ექსკურსიები ყაზბეგში, ხადას ხეობაში, გუდამაყარში და სხვა საინტერესო ადგილებში. სასტუმროს კომპლექსსში შედის აგრეთვე რესტორანი ”გაგიეთი” და სათხილამურო აღჭურვილობის გაქირავების სერვისი, სადაც შეგიძლიათ იქირაოთ თხილამურები და სნოუბორდები. სასტურმოს ასევე ჰყავს გამოცდილი ინსტრუქტორ-მასწავლებლები.