national delicacy

ექსკლუსივი პანორამა თბილისი

  • ID: 1272
დამატებითი ინფორმაცია

ცნობილი სახლი ე.წ. "ალექსანდროვის ბაღში", დაცული 24/7. ყველაზე პრესტიჟული და ცენტრალური ადგილი თბილისში.იდეალური გარემო საცხოვრებლად, სუფთა ჰაერი, სიწყნარე და სიმშვიდე მიუხედავად მისი ცენტრალური ადგილმდებარეობისა, მისადგომად ძალიან იოლი 5 მხრიდან. შენობის შიგნით  უფასო ავტოსადგომი, საიდანაც ლიფტით ახვალთ ბინაში. რუსთაველის გამზირამდე 130 მ. ყველაფერი (თბილისის ღირშესანიშნაობები, მუზეუმები, გასართობი და სავაჭრო ადგილები), რაც ტურისტისათვის საყურადღებოა არის სახლიდან 1, 5 კმ რადიუსში. არაა საჭირო ტრანსპორტი. 

მზიანი და მყუდრო ბინა 150 კვმ. განთავსებული მე-8 სართულზე და მისი ფანჯრები გადის 3 მხარეს. თვითოეული ოთახის ფანჯრიდან არის დიდი სივრცე და ულამაზესი ხედები თბილისზე. 

სახლი 4 ოთახით, 3 საძინებელი, 2 სველი წერილი, ყოველთვის მზადაა ყველაზე პრეტენზიული სტუმრების მისაღებად. ბინის დიზაინი, მისი ხედები და ადგილმდებარეობა ერთად ქმნის საოცარ რომანტიკულ ატმოსფეროს და სულიერი სიმშვიდის განცდა გეუფლებათ. დარწმუნებული იყავით, რომ არაა უკეთესი ადგილი დასარჩენად ჩვენს ლამაზ თბილისში. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება.

დავითი

  • yes Wi-Fi
  • yes უფასო ავტოსადგომი
  • yes ოთახი არამწეველთათვის
  • yes საოჯახო ოთახები
  • yes ბაღი
  • yes სამრეცხაო
  • yes შინაური ცხოველების დაშვება
ფასიgel 250