საოჯახო სასტუმრო "მხატვრის სახლი" მდებარეობს რაჭაში, ონის ცენტრში, ტყის პირას, წყნარ და მყუდრო ადგილას, საოჯახო სასტუმრო გამოირჩევა ინტერიერითა და ექსტერიერით, რომელიც, გაფორმებულია ქართული ტრადიციული ავეჯით და დიასახლისის მიერ შესრულებული ფერწერული ნამუშევრებით, რაც მყუდრო და თბილ გარემოს ქმნის სტუმრებისთვის. საოჯახო სასტუმრო გთავაზობთ როგორც უგემრიელეს ქართულ ტრადიციულ, ასევე რაჭულ კერძებს რაჭული ღვინოსთან და არაყთან ერთად. სასტუმროში არის WIFI, ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ ბიბლიოთეკით, დაათვალიეროთ გალერეა, ქვების კოლექცია, დატკებეთ შოდა-კედელას ქედის ლამაზი ხედებით. სასტუმროს აქვს დიდი მარანი, თონე, არყის სახდელი, სადაც სტუმრებს ვაგემონებიებთ ცხელ არაყს და ცხელ შოთის პურებს. ასევე დიდი ბაღი - უამრავი ხეხილით, ყვავილებით და მოსასვენებელი ადგილებით, თქვენი მაქსიმალური დასვენებისთვის. სასტუმროში არის 10 მთის ველოსიპედი სტუმრებისათვის აქტიური დასვენებისათვის. სურვლის შემტხვევებში მასპინძლები უზრუნველყოფენ ტრანსფერს, ასევე დაგათვალიერებიებენ რაჭის ულამაზეს ბუნებას(ტურები): ჩანჩქერები, გამოქვაბულები, ტბები, მყინვარები, ისტორიული ადგილები, პირველყოფილი ადამიანის სადგომ გამოქვაბულები და სხვა მრავალ ადგილს... იმოგზაურეთ, დაისვენეთ და გაატარეთ დაუვიწყარი დრო რაჭაში :)