სანატორიუმი განთიადი მდებარეობს ბორჯომის რაიონში, სოფელში დიდი ცემი. არის კლიმატური კურორტი. ცემის ჟანგბადით გაჯერებული ჰაერი და წიწვოვნები პოზიტიურ გავლენას ახდენს იმუნური სისტემის გაძლიერებაზე, ასევე ხელს უქყობს - ზედა სასუნთქი გზებისა და გულსისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკურ პროცესებს. აქ გატარებული დრო განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვებისა და მოზარდებისათვის.
სანატორიუმი ზღვის დონიდან 1150მ-ზე მდებარეობს. მოქცეულია ბორჯომსა და ბაკურიანს შორის სადგერის პლატოზე. ეს მდებარეობა განაპირობებს რბილ მთის კლიმატს ნაკლები ტემპერატურული ცვლილებებითა და ნაკლები რადიაციული გამოსხივებით.
სანატორიუმის ეზო 4000 კვ.მ.-ს მოიცავს რომელშიც შემოდის ტყის მასივი.
სანატორიუმის მომსახურებაში შედის:
- კომფორტული, ნათელი ოთახები ინდივიდუალური სველი წერტილებით;
- 3-ჯერადი ბალანსირებული კვება;
- ექიმის პირველადი მომსახურება საჭიროების შემთხვევაში;
- დახურული და დაცული ტერიტორია 4 ჰექტარი;