სასტუმრო Daisi Sunset მდებარეობს ბათუმის შუა გულში. სასტუმროს ირგვლივ განლაგებულია ბათუმის ღირსშესანიშნავი ადგილები: 26 მაისის პარკი,ისტორიული მუზეუმები, ბულვარი, ძველი ქალაქი, ბარები და რესტორნები. სასტუმრო განლაგებულია 5 სართულზე და თავის მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი სტანდარტების მქონე, 1 ლუქსისა , 1 საოჯახო აპარტამენტს, 7 სტანდარტული აივნიანი , 6 სტანდარტული უაივნო, 2 სინგლი ტიპის და 1 ეკონომ სტანდარტულ ნომრებს (ჯამში 18 ნომერი). სასტუმროს თითოეული ნომერი კეთილმოწყობილია ყველა ისეთი თანამედროვე საშუალებებით, როგორიცაა პლაზმური ტელევიზორი, საკაბელო არხი, ტელეფონი, უკაბელო ინტერნეტი, კონდიციონერი, მადუღარა, მინი-ბარი, სეიფი. სასტუმროში ფუნქციონირებს საკონფერენციო დარბაზი, რომელიც გათვლილია 15 პერსონაზე. აქ შესაძლებელია განახორციელდეს, როგორც ბიზნეს შეხვედრები ასევე მცირე კონფერენციები. სასტუმროში აგრეთვე ფუნქციონირებს ბარი. ჩვენ გთავაზობთ მყუდრო და მშვიდ გარემოს. თქვენ მოგემსახურებათ მაღალპროფესიული და კვალიფიციური პერსონალი, ნამდვილი ქართული სტუმართმოყვარეობით. გაატარეთ დაუვიწყარი დღეები თქვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად კომფორტულად და მშვიდად სასტუმრო Daisi Sunset-ში.