საოჯახო სასტუმრო და ღვინის მარანი თათა ღვინიაშვილის საოჯახო სასტუმრო და ღვინის მარანი მდებარეობს თელავის ცენტრთან ახლოს, 10 წუთის სავალზე, საიდანაც იშლება ულამაზესი ხედი კავკასიონზე. აქვს დიდი ეზო, რომელშიც შეგიძლიათ მოისვენოთ ჰამაკში. შენობა კეთილმოწყობილია, თქვენს განკარგულებაშია როიალი, ბილიარდი და სხვ. სასტუმროში 10 ადგილია, ერთი ადამიანის ერთი დღით განთავსება ღირს 20 ლარი, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტით მომზადებული საუზმით - 30 ლარი. ღვინის მარანში შეგიძლიათ დააგემოვნოთ როგორც ქვევრის ღვინო, ასევე ქარხნის ცნობილი სამარკო ღვინოები. მისამართი: თელავი, ... ქუჩა, ტელ: +995 592161618, ელ-ფოსტა: tatiko.gviniashvili@gmail.com