ქირავდება აპარტამენტი მგზავრების მეექვსე კორპუსში, წაქაძის ქუჩაზე. აპარტ-ჰოტელი მდებარეობს კოხტას ძირში, კოხტას სასრიალო ტრასიდან 200 მეტრში და 5-7 წუთის დაშორებით (მანქანით) მიტარბის სასრიალო ტრასიდან. 5 წუთი (მანქანით) დიდველამდე. სასტუმროს აქვს პარკინგი.
ბინა უზრუნველყოფილია ყველა საჭირო აღჭურვილობით რაც საჭიროა დასვენებისთვის.
მგზავრების კომპლექსი გამოირჩევა მისი მდებარეობით, კომპლექსში თავმოყრილია: რესტორნები, პიცერია, ბავშვთა გასართობი მოედანი და ოთახი, აფთიაქი, ექიმის კაბინეტი, პედიატრის კაბინეტი, სუპერმარკეტი, საცხობი. ასევე კომპლექსში ხელმისაწვდომია გასართობი საშუალებები, როგორიც არის: ბილიარდის ოთახი, აუზი, ჯაკუზი, საუნა.