სასტუმრო მდებარეობს ქ.ქუთაისის ისტორიულ ნაწილში,
სტუმრებს ელით კომფორტული, სასიამოვნო გარემო და ტერასა შესანიშნავი ხედებით ქალაქზე. ყველა ოთახს აქვს ინდივიდუალური სველი წერტილი, მაღალსიჩქარიანი უკაბელო ინტერნეტი და ტელევიზია.
სასტუმრო იოლად მისადგომია საზოგადოებრივი ტრანსპორტით, კერძო ავტომობილით და ფეხით.
სასტუმრო "ტერასა სინაურთან" ახლოს მდებარეობს ბევრი მარკეტი და რესტორანი.
სინაურის №30 საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვისაც სურს კომფორტული, მყუდრო და სასიამოვნო დასვენება ქუთაისში.