კოტეჯი "გიო" მდებარეობს რაჭაში, ერთ-ერთ ულამაზეს სოფელ აგარაში, შაორის ტბასთან ახლოს, 2 კილომეტრში. კოტეჯში არის 2 ლუქსის ტიპის ოთახი. ორივე ოთახს აქვს იზოლირებული სველი წერტილი. აღჭურვილია ავეჯით. აგრეთვე პირველ სართულზე არის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, მცირე ღვინის მარანი, სადაც რეალიზდება საკუთარი ვენახის ღვინო, რომელიც მზადდება საუკუნოვანი ტრადიციების საფუძველზე. მისი დაგემოვნება შესაძლებელია ადგილზე ტრადიციულ რაჭულ სამზარეულოსთან ერთად.