“ სასტუმრო მიმინო “ მდებარეობს ბათუმში, შავი ზღვის სანაპიროდან სულ რაღაც250 მეტრში..( კერძოდ,ახალი ბულვარის ბოლოს).
სასტუმროში არის 12 ნომერი. ყველა ნომერი აღჭურვილია _ კონდიციონერი, სმარტ-ტელევიზორი, სამუშაო მაგიდა,თმის საშრობი ფენი,ინტერნეტი, საშხაპე და უფასო აბაზანის აქსესუარები.
ზოგიერთ ნომერს აქვს ზღვისა და მთის ხედები.
სასტუმროში ფუნქციონირებს რესტორანი, ბარი კარაოკეთი და ტერასა.სასტუმრო გთავაზობთ სრულფასოვან კერძებს და უგემრიელეს საუზმეს.შესაზლებელია მოაწყოთ სხვადასხვა წვეულებები,ულამაზესი მზის ჩასვლის ფონზე და გაატარო საღამო მხიარულად.
უცქიროთ ულამაზეს მზის ჩასვლას და დატკბეთ უმშვენიერესი ,მყუდრო გარემოთი.
სულ რაღაც რამდენიმე ნაბიჯზეა სტუმრებისთვის საყვარელი ადგილი,სადაც * ერთი ხელის მიწვდენაზე *აფრენილ თვითმფრინავებს უღებენ ფოტოებს.
სასტუმრო გთავაზობთ ოთახის ყოველდღიურ დასუფთავებას და 24 – საათიან კონსიერჟის მომსახურებას.სასტუმროს პერსონალი საუბრობს ინგლისურ,თურქულ,რუსულ ენაზე და სიამოვენბით ეხმარებიან სტუმრებს.
სასტუმროს აქვს უფასო, კერძო პარკინგი.
სტუმრების განკარგულებაშია ტერასა ხედით შავ ზღვაზე და ასევე მთის ხედებით.
შესაძლებელია კერძო ტრანსფერის სერვისი აეროპორტამდე/რკინიგზის სადგურამდე და უკან.