20 ოთახზე გათვლილი მრავალფუნქციური სასტუმრო გაიხსნა 2021 წელს. 4 სართულიანი მწვანეში ჩაფლული შენობა, ულამაზესი, საქართველოში უნიკალური ტოპიარული ბაღ-მუზემით, ევკალიპტებითა და ტროპიკული ხეებით გარშემორტყმული ლანდშაფტით, ულამაზესი ხედებით იმერეთის სამგურალის სერსა და მესხეთის ქედზე.
სასტუმრო მდებარეობს წყალტუბოში ერთ-ერთ საუკეთესო ადგილას, სტალინის ძველი აგარაკის მოსაზღვრედ და მხოლოდ 750 მეტრში კურორტის ცენტრალური პარკიდან, სადაც განთავსებულია N1, N2 და N6 სამკურნალო-სარეაბილიტაციო ბალნეო ცენტრები რადონული თერმული წყლებით. სასტუმროს საერთო ფართი მიმდებარე ტერიტორით შეადგენს 4000 მ2-ს.
სასტუმროს ერთდროულად შეუძლია 50 ადამიანის მიღება, ხოლო სპორტისა და აქტიური დასვენების მოყვარულებისთვის - ჩაატაროს ნებისმიერი რანგის სპორტულ - საწვრთნელი და სპორტულ - გამაჯანსაღებელი შეკრებები.
სასტუმრო გთავაზობთშემდეგმომსახურეობებს:
- 1,2, და 3 ადგილიან ნომრებს აივნებითა და თვალწარმტაცი ბუნების ხედებით. ყველა ოთახშია: ინტერნეტი Wi-Fi, გათბობა-გაგრილების სისტემა, უთო, ფენი, სეიფი, ჩაიდანი, ტელევიზორი, თეთრეული, ხალათი, პირსახოცი და ყველა საჭირო ჰიგიენური საშუალება, ასევე ბარ-მაცივარი;
- სამასაჟე კაბინეტი;
- ღია საცურაო აუზი;
- ღია ბარი;
- სასადილო - შვედური მაგიდა (სადილი/ვახშმის მენიუთი);
- ღია ტერასა პანორამული ხედებით;
- ბარგის შესანახი ოთახი;
- ეზოს ღია ფანჩატურები და მწვადის შესაწვავი ადგილი;
- მარანი;
- მაგიდის ჩოგბურთი;
- ავტოსადგომი.
დამატებითსაფასურადშეგიძლიათისარგებლოთშემდეგიმომსახურებით:
- ექიმის კონსულტაცია;
- ღრმა წნევითი მასაჟი
- საერთო ადგილობრივი მასაჟი
- ანტიცელულიტური მასაჟი
- რეფლექსური მასაჟი
- თავის მასაჟი
- სამრეცხაო;
- ტაქსის სერვისი;
- ტრანსფერი/ტურები/ექსკურსიები;
- ველოსიპედები;
- ტურები კვადროციკლებით;
- ადგილობრივი კულინარიის მასტერკლასები;
- ღვინის დეგუსტაცია ადგილობრივ მარანში;
- სადღესასწაულო ღონისძიებები.