სასტუმრო „შატო კვირიკე“ 6 ჰექტარზე გაშენებული დასასვენებელი კომპლექსია, რომელიც ზღვასა და მთას შორის თავის მდებარეობას უნიკალურს ხდის.
ტერიტორიის 2 ჰექტარზე გაშენებულია როგორც კივის და თხილის ბაღები, ასევე სხვა და სხვა ჯიშის ყურძნის ვენახები: ციცქა, ცოლიკაური, კარდინალი, პრიმა, იტალია, სულთანინი, ძელშავი, ჩხავერი, ოჯალეში, უსახელოური და ალექსადროული.
ტერიტორიის 4 ჰექტარზე კი განლაგებულია:
სასტუმროს მთავარი შენობა (23 თანამედროვე ნომრით);
15 კოტეჯი საქართველოს კუთხეების სახელების მიხედვით;
ღია აუზი;
მთავარი რესტორანი (გათვლილი 250 ადამიანზე), სადაც ტურისტული ჯგუფებისთვის ჩატარდება აჭარული ხაჭაპურის მომზადების და არყის გამოხდის მასტერკლასები;
2 საუკუნოვან შენობაში, 5 ბუხრის გარშემო მოწყობილი VIP სივრცე (გათვლილი 80 ადამიანზე);
მარანი - სადაც შესაძლებელია სხვა და სხვა სახეობის, ადგილზე დაწურული ღვინის დეგუსტაცია და აგრეთვე სპეციალურად ტურისტული ჯგუფებისთვის შესაძლებელი იქნება ღვინის მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება;
საკონფერენციო დარბაზი (გათვლილი 200 ადამიანზე);
სარიტუალო დარბაზი (გათვლილი 1000 ადამიანზე);
ზოოპარკი;
ვინტაჟური ავტომობილების კოლექცია;
საბავშვო სივრცე;
სასტუმროდან 200მ-ში უახლოეს ხანებში დასრულდება მდინარის პლიაჟის მოპირკეთება;
სასტუმროდან 1კმ-ის დაშორებით მდებარეობს შავი ზღვის სანაპირო სადაც ჩვენი სტუმრების გადაყვანა უფასოდ იქნება უზრუნველყოფილი სასტუმროს მიკროავტობუსით.