სასტუმროს მდებარეობა
სასტუმრო „კატრინა“ მდებარეობს თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში კერძოდ ავლაბარში. ლეხ კაჩენსკის ქუჩის დასასრულში კერძოდ პირველი გუჯარეთის 30-ში
სასტუმროს გააჩნია აივნები და ტერასები საიდანაც საინტერესოდ იშლება ძველი და ახალი ქალაქის ხედები.
სასტუმრო ოთახები
მიუხედავად პატარა ზომისა ჩვენი სასტუმრო გამოირჩევა სიმყუდროვით და კომფორტით.
რვავე ოთახს განსხვავებული დიზაინი აქვს, თავისი ვერანდებით, როგორც ინდივიდუალური ასევე საერთო. ოთახებში ავეჯი ლამაზად და მოხერხებულადაა განლაგებული. რომელი ოთახიც არ უნდა შეაჩიოთ, თქვენ დაგხვდებათ: კომფორტული საწოლი (ერთადგილიანი ან ორადგილიანი) , ტანსაცმლის კარადა ტანსაცმლის საკიდებით, კომფორტული ხუთუჯრიანი კომოდი, სამუშაო მაგიდა მაგიდის ნათურით, მინი-ბარი უალკოჰოლო და მინერალური სასმელების მრავალფეროვანი ასორტიმენტით, ტელევიზორი საერთაშორისო არხების ფართო არჩევანით.
ოთახში და აბაზანაში თქვენ დაგხვდებათ ყველა საჭირო ნივთები პირადი ჰიგიენისთვის: კბილის ჯაგრისს, კბილის პასტას, შამპუნს, ტანის გელს, საპონს, სხვადასხვა ზომის ორ პირსახოცს , აბაზანის ხალათს , ოთახის ჩუსტებს, ქაღალდის ხელსახოცებს. ყველა ოთახი აღჭურვილია ინდივიდუალურად მართვადი კონდენციონერით, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით. სასტუმროში მკაცრადაა დაცული უსაფრთხოების ყველა ნორმა, ოთახები აღჭურვილია ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის ინდივიდუალური სისტემებით
სასადილო ოთახი
გემოვნებით მოწყობილ თანამედროვე სასადილო აღჭურვილია, ოთხადგილიანი მაგიდებით, სადაც გთავაზობთ, საუზმეს, რომლის რაციონიც შედგენილია დიეტოლოგების მიერ დადგენილი, კალორიებისა სხვადასხვაგვარი პროდუქტების ერთობლივობით. თქვენი სურვილის შესაბამისად, ქართულ, ევროპულ და აზიური კერძების მრავალფეროვნებას.
ჩვენი ჰოლი
ჰოლში განთავსებულია 24 საათიანი სარეგისტრაციო მაგიდა, რბილი ავეჯი და ტელევიზორი .ეს არის საუკეთასო ადგილი მიირთვათ ფინჯანი ყავა და ისაუბროთ თქვენს მეგობრებთან და კოლეგებთან.
ჩვენი ბაღი
მაისში წითელი ვარდებით, აგვისტოში კი აყვავებული ოლეანდრებით. პატარა მინიატურული,განათებული ჩანჩქერით, თქვენ გაქვთ საშუალება დატკბეთ მყუდრო გარემოთი, შეუკვეთოთ ჭიქა წითელი ღვინო , ფინჯანი ჩაი ან ყავა. აქვე შეგიძლიათ წაიკითხოთ წიგნი ან თუნდაც ისარგებლოთ თქვენი პერსონალური კომპიუტერით.
ჩვენი ბაღი არის პატარა მწვანე სამოთხე თბილისის შუაგულში