სასტუმრო GNS მდებარეობს საქართველოს შავი ზღვისპირეთში დაბა ურეკში. ზღვიდან 80მ, პირველ ზოლში, მაგნეტიტში. სასტუმრო 7–სართულიანია, 22 კომფორტული სხვადასხვა ტიპის ოთახებით, გათვლილი 75 ადამიანზე. თითოეული ნომერი უზრუნველყიფილია ყველა საჭირო პირობით: კონდიცირება, ვინტილაცია, ცივი და ცხელი წყალი. უკაბელო ინტერნეტი, ტელევიზია, სამუშაო მაგიდა, კარადა, ჩაი-ყავის მადუღარა, ჰიგიენური ნივთები (კბილის ჯაგრისი, საპონი, შამპუნი, სავარცხელი, ჩუსტები), საბავშვო საწოლებით. ყველა ოთახს თავისი აივანი. გავითვალისწინეთ რა დასავლეთ საქართველოს მაღალი ტენიანობა: სასტუმროში ვიზრუნეთ და დავამონტაჟეთ გერმანული სისტემები, რომელიც უზრუნველყოფს: არანაირი ნესტი,არანაირი სუნი,მშრალი საწოლები, უწყვეტი ნაკადი წყლის. რაც ასე მნიშვნელოვანია ზღვაზე დასვენებისათვის. დამსვენებლების კვებაზე იზრუნებენ გამოცდილი მზარეულები ჯანსაღ პროდუქტებზე დამზადებული ქართული და ევროპული საკვები. საღამოს იმუშავებს ბარ-რესტორანი. ასე რომ გელოდებით ურეკში სადაც ზღვის, მთის კლიმატი ერთადაა გაჯერებული, რაც მთავარია ქვიშა, რომელიც გაჯანსაღებისთვის უპირველესია და მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია.