სასტუმრო "სპუტნიკი" მდებარეობს აჭარის რეგიონის დედაქალაქ ბათუმში, 2 კმ-ის დაშორებით სანაპიროდან და ქალაქის ცენტრიდან. სასტუმროდან იშლება შავი ზღვისა და ქალაქის უნიკალური პანორამული ხედი. სასტუმროს უჭირავს 9308 მ2 ტერიტორია, გარშემორტყმულია ულამაზესი ტროპიკული ბაღით , რომელიც დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს გპირდებათ. ზღვისა და მთის კლიმატის გასაოცარი კომბინაცია მოგცემთ საშუალებას სასიამოვნოდ დაისვენოთ და გამდიდრდეთ ახალი შეგრძნებებით . სასტუმრო სპუტნიკი გთავაზობთ უგემრიელეს ქართულ ტრადიციულ სამზარეულოს და მომსახურების მაღალ სტანდარტებს. იგრძენით თავი საკუთარ სახლში ჩვენთან ერთად.