ქალაქ თელავის ცენტრში გაიხსნა საოჯახო სასტუმრო ,,სანაპირო", საიდანაც იშლება ულამაზესი ქალაქის და კავკასიონის ხედი. სასტუმროში განთავსებულია ახლადგარემონტებული, ახალი ავეჯით გაწყობილი 8 ნომერი, რომლებშიც თავსდება 24 ადამიანი. თითოეულ ნომერს გააჩნია საკუთარი აბაზანა, ცენტრალური გათბობა, ტელევიზორები. ეზოში დგას ღია საქეიფო. საოჯახო სასტუმროსგან განსხვავებით ,,სანაპიროს" აქვს სასტუმროს ტიპის ნომრები. ნომრების ღირებულება გაცილებით იაფია სხვა, მსგავს სასტუმრეობთან შედარებით. ჩვენს სასტუმროში შეშაზე ცხვება უგემრიელესი კახური შოთები, რაც აღფრთოვანებულს ტოვებს ტურისტებს.