"საოჯახო სასტუმრო რაჭა ამბროლაურში" მდებარეობს ქალაქის ცენტრში. სახლი არის ორსართულიანი და დგას შემაღლებულ ადგილზე, რომლიდანაც იშლება ქალაქისა და ახლომდებარე სოფლების შესანიშნავი ხედები. სახლს აქვს ერთი პატარა და 2 დიდი აივანი. პირველ სართულზე განთავსებულია 1 დიდი ჰოლი, 2 ოთხადგილიანი , 1 ორადგილიანი ნომერი, სამზარეულო და სველი წერტილი.
მეორე სართულზე განთავსებულია დიდი ჰოლი, საკონფერენციო დარბაზი, 4 საძინებელი, სამზარეულო და სველი წერტილი.
სტუმრებს დახვდება შესანიშნავი გარემო და თბილი მასპინძელი.
1 კილომეტრში მოედინება 2 მდინარე, "რიონი" და "კრიხულა".