სასტუმრო იბერია დიდუბე მდებარეობს თბილისის ერთ-ერთ უძველეს ისტორიულ უბანში, რომელიც ამჟამად წარმოადგენს ქალაქის საქმიან ცენტრს. აქ განლაგებულია მრავალი ორგანიზაციის ოფისი და წარმომადგენლობა. საქართველოს უდიდესი საგამოფენო ცენტრი ‘ექსპო-ჯორჯია “ განთავსებულია ჩვენი სასტუმროს უშუალო სიახლოვეზე.
სასტუმრო იბერია სტუმრებს სთავაზობს მყუდრო და სასიამოვნო გარემოს, ჩვენი პერსონალი ყოველთვის მზად არის დაეხმაროს სტუმარს ნებისმიერი პრობლემის გადაჭრაში. სტუმრებს ყოველ დილით ვთავაზობთ ევროპული და ადგილობრივი კერძებით შედგენილ მრავალფეროვან, ნოყიერ და გემრიელ საუზმეს. შესაძლებელია ტურების და ექსკურსიების დაგეგმვა და ორგანიზება.
სასტუმროს გააჩნია: 24 საათიანი რეცეპშენი და ჰელპ დესკი; ლიფტი; ზაფხულის ბაღი; ქიმწმენდისა და რეცხვის სერვისი; აეროპორტში დახვედრა/გაცილება;
სასტუმროში არის 10 კომფოტრული ნომერი.