national delicacy

ვოიაჟი

  • ID: 753
დამატებითი ინფორმაცია

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. სასტუმრო “ Voyage” გიწვევთ დაუვიწყარი შთაბეჭდილებების ქალაქში. სასტუმრო განლაგებულია ქალაქ ბათუმის შუა გულში, ძველი ბათუმის ტერიტორიაზე და მისი უნიკალურობა განისაზღვრება როგორც ბიზნეს და კომერციულ ცენტრებთან, ასევე შავი ზღვის სანაპიროსთან ახლო მდებარეობით. ზღვისპირა ქალაქი ბათუმი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრია, რომელიც წარმოშობით ათეულ საუკუნეებს მოითვლის.  180 000-იანი მოსახლეობის მქონე ეს პატარა და ლამაზი ქალაქი შავიზღვისპირეთის მთავარი ნავთობგადამამუშავებელი, აგრარული და მცირე წარმოების  ცენტრია. თავისი სუბტროპიკული კლიმატის მეშვეობით ბათუმს გააჩნია დიდი ტურისტული პოტენციალი და წლიდან წლამდე ის სულ უფრო მეტ ადგილობრივ და უცხოურ ტურისტს იზიდავს. ულამაზესი ხედები, კულტურული და გასართობი ცენტრები, აჭარის მაღალმთიანი რეგიონი და სანაპიროს 7 კილომეტრზე გადაჭიმული ,,ბათუმის ბულვარი’’ არის გარანტიები, რომ ბათუმი საუკეთესო ადგილია თქვენი დასვენებისთვის.

 სასტუმრო ადვილად მისადგომია საზოგადოებრივი ტრანსპორტით. რკინიგზის სადგურიდან სასტუმრომდე ავტომობილით მხოლოდ 6 წუთს საჭიროებს. ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტამდე სასტუმროს 20 წუთის სავალი აშორებს. ჩვენ გთავაზობთ უფასო ტრანსპორტირებას აეროპორტიდან თუ სადგურიდან. სასტუმროს გააჩნია 6 ნომერი, რომელთაგან 2 ოროთახიანი ლუქს კლასის აპარტამენტია. სასტუმროს ყველა ოთახი აღჭურვილია თხევად კრისტალური ტელევიზორებით და ინდივიდუალური კლიმატის კონტროლის სისტემით. სტუმარს შეუძლია ისარგებლოს უფასო უკაბელო ინტერნეტით სასტუმროს ნებისმიერ ადგილას. ასევე გთავაზობთ უფასო საუზმეს ყველა სტუმრისათვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ ტურისტული სააგენტოს მომსახურებითაც, რომელიც გთავაზობთ ლოკალურ და საერთაშორისო ტურებსა და პაკეტებს.

ახლომდებარე კულტურული სანახაობები: ბათუმის დრამის თეატრი, აჭარის სახელმწიფო მუზეუმი, ბათუმის საზაფხულო თეატრი, ძმები ნობელების ტექნოლოგიური მუზეუმი. ბათუმიდან სულ რაღაც 20 კილომეტრის სიშორეზე თქვენ შეგიძლიათ ეწვიოთ გონიო-აფსაროსისა და პეტრას ციხე-სიმაგრეებს.

ადგილობრივი ღირსშესანიშნაობები: ზღვისპირა ბულვარი, სიყვარულის ქანდაკება, დელფინარიუმი, მოცეკვავე შადრევნები, აკვა პარკი, 6 მაისის პარკი, ევროპის მოედანი, პიაცას მოედანი, ერას მოედანი, სინაგოგა, ბათუმის ღვთისმშობლის ტაძარი,  ბათუმის მეჩეთი.

იმისთვის რომ თქვენი დასვენება უფრო ჯანსაღი იყოს შეგიძლიათ ეწვიოთ ტენისის კორტებს, პლიაჟს, სარბენ და საველოსიპედო ბილიკს, მტირალას ეროვნულ პარკსა და ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, რომელის მცენარეთა კოლექცია შეიცავს 5000-ზე მეტ სახეობას.

ჩვენ გთავაზობთ მეგობრულ გარემოს, ხელმისაწვდომ ფასებსა და მომსახურების მაღალ დონეს. ეს არის საუკეთესო ადგილი თქვენი დასვენებისათვის.

ფასი ფასი შეთანხმებით