სასტუმრო ივერია ელი მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე დაბა შეკვეთილში, ფიჭვნარით მდიდარ სამკურნალო შავ მაგნიტურ სანაპიროზე.სასტუმრო ფლობს პირველ ზოლში საკუთარ 2500 კვ/მ ეზოს და 250 გრძივ მეტრ პლაჟს.სასტუმროდან გასართობი ატრაქციონი ციცინათელა,Black sea arena და ურეკის რკინიგზის სადგური დაშორებულია 3 კილომეტრით.ქობულეთი 6 კილომეტრით,ბათუმის აეროპორტი 52 კილომეტრით.
ინფორმაციასასტუმროსინფრასტრუქტურისშესახებ:
სასტუმრო ,,ივერია ელლი’’ შედგება ორი გვერდიგვერდ მდგომი კორპუსებისგან,რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია საერთო კვების ბლოკით:
I კორპუსი არის ახალაშენებული ექვსართულიანი შენობა,რომელშიც განთავსებულია 44 ერთოთახიანი დელუქს ნომრები.ამ ნათელ და ფართო ოთახებში, ერთმანეთთანაა შერწყმული კლასიკური ელემენტები და საერთაშორისო სტანდარტები; ყველა ოთახიდან იშლება მშვენიერი ზღვის და ტყის ხედები. ოთახებში არის სამუშაო მაგიდა, ბრტყელეკრანიანი ტელევიზორი საერთაშორისო არხებით, უკაბელო ინტერნეტი, ინდივიდუალურად მართვადი კონდინციონერი, აბაზა საშხაპით, სააბაზანო აღჭურვილობები, თმის ფენი და მინი-ბარი. ოთახში არსებული თანამედროვე ტექნოლოგიებითა და უკაბელო ინტერნეტით თქვენ მუდმივ კავშირში იქნებით სამყაროსთან; კომფორტული სავარძელი, სამუშაო სივრცე, ბრტყელეკრანიანი ტელევიზორი, გაბარიტული ფანჯრები და ინტერიერი პასტელის ფერებში - ყოველივე ეს ელეგანტურ, მყუდრო და განმუმხტველ გარემოსთან გაზიარებთ.
I კორპუსს აქვს ლიფტი.
II კორპუსი არის ხუთსართულიანი : სულ 14 ნომერი ,აქედან 6 ერთოთახიანი და
8 ოროთახიანისაოჯახო ტიპის ნომრები.
II კორპუსს არა აქვს ლიფტი.
ყველა ნომერში არის: კონდიციონერი,ტელევიზორი,მინი-ბარი,რბილი ავეჯი და სხვა.
ინფორმაციასასტუმროსინფრასტრუქტურისშესახებ:
ორი კორპუსი სრული კომფორტით;
- ღია აუზი;
- სამჯერადი კვება შვედური სტილით;
- რესტორანი, ბარი;
- საკონფერენციო დარბაზი(140 კაცზე თეატრალური წყობით);
- დარბაზები შეხვედრების, სემინარებისა და კონფერენციების მოსაწყობად;
- სარეპეტიციო დარბაზი ქორეოგრაფიული ჯგუფებისთვის;
- კეთილმოწყობილი ეზო;
- ბავშვთა სათამაშო მოედანი;
- საკუთარი, კეთილმოწყობილი სანაპირო;
- დაცული ავტოსადგომი.
- 24 საათიანი დაცვა;
- 24 საათიანი ადმინისტრაცია.