საოჯახო სასტუმრო "ქერიგო" მდებარეობს თუშეთში სოფელ გირევში, მშვიდი და წყნარ ადგილას.
სახლს აქვს დიდი ეზო, BBQ ობიექტები, ცეცხლის დასანთები ადგილი, გარე ავეჯი - სადაც შეგიძლიათ დაისვენოთ. ასევე გვაქვს უფასო WiFi.
საუზმე ხელმისაწვდომია ყოველდღიურად, მაგრამ შეთანხმების მიხედვით შეგიძლიათ დაამატოთ სადილი და ვახშამი დამატებითი საფასურის გადახდით.
სასტუმროს აქვს 5 კეთილმოწყობილი საძინებელი, სველი წერტილი ცხელი წყლით, ვერანდა ,ბუფეტი. შესაძლებლობა გაქვთ დააგემოვნოთ ადგილობრივი ტრადიციული კერძები, მონაწილეობა მიიღოთ თონეში პურის ჩაკვრაში. მოიწყოთ წყნარი საღამო კოცონთან ცოცხალი მუსიკის ფონზე.. სასტუმროს ვერანდიდან და საძინებლებიდან იშლება უმშვენიერესი პეიზაჟი..