აღმოაჩინე შიდა ქართლიშიდა ქართლი

შიდა ქართლი საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. მხარე ცნობილია ისტორიული და კულტურული ძეგლებით. 

რა ვნახოთ შიდა ქართლში

დაისვენეთ კურორტ სურამში, ესტუმრეთ არტ-ვილა გარიყულას და რკონს. 

ბუნებაში განსატვირთად საუკეთესო ადგილებია: ბატეთის ტბა, ლიახვის ნაკრძალი, ჯამჯამას პიკი ტანას ხეობაში. 

აუცილებლად სანახავი ადგილია- სტალინის მუზეუმი გორში.

კულტურული ძეგლებია: უფლისციხის გამოქვაბულები, ყინწვისის მონასტერი, ატენის სიონი, სურამის ციხე, გორის ციხე. 

კლიმატი 

შიდა ქართლის კლიმატი კონტინენტურია, წლის მანძილზე საშუალო ტემპრატურაა დაახლოებით 11 °C. შიდა ქართლის ჩრდილოეთით და სამხრეთით კავკასიონისა და თრიალეთის მაღალი ქედებია.

სამზარეულო 

ქართლის სამზარეულო მდიდარია როგორც თევზეული და ხორცეული კერძებით, ასევე მცენარეული პროდუქტითაც. მხარეში ნაზუქი დიდი პოპულარობით სარგებლობს, რომლის დაგემოვნება სურამის გზაზეც შეგიძლიათ. გარდა ამისა, გასინჯეთ ჩაქაფული და ფხალეული. დესერტად ეკოლოგიურად სუფთა ხილი შეგიძლიათ მიირთვათ: ვაშლი, მსხალი, ატამი თუ ქლიავი. 

ყურძნის ჯიშებიდან გამორჩეულია: გორული მწვანე, შავკაპიტო, ჩინური და ბუდეშური.

საინტერესო ფაქტები
  • შიდა ქართლის მხარეს სამრეწველო პოტენციალი აქვს;
  • გორის რაიონი მეხილეობის ცენტრია;
  • ბატეთის ტბაში წითელ წიგნში შემავალი, უიშვიათესი ჯიშის, მცირეაზიური ტრიტონი ბინადრობს. 
რჩევა
  • გირჩევთ ესტუმროთ თანამედროვე ხელოვნების ცენტრ- არტ-ვილა გარიყულას.
  • მუნიციპალიტეტები: 5
  • ფართობი (კმ2): 5 729
  • მოსახლეობის რაოდენობა: 263 382