დასავლეთ საქართველოში მდებარე იმერეთი შემოსაზღვრულია ლიხის ქედით. რეგიონი გამოირჩევა, როგორც კულტურული ძეგლებით, ასევე ლამაზი ბუნებით, რომელიც იმერეთი ძირითადად მთაგორიან ლანდშაფტზეა გაფენილი.
რა ვნახოთ იმერეთში
იმერეთის ერთ-ერთი უპირატესი ტურისტული მიმართულება კურორტები და გამაჯანსაღებელი ზონებია. გარდა ამისა, აქ შეგიძლიათ დალაშქროთ მისტიური ხვამლის მთა, მოინახულოთ კარსტული მღვიმეები სათაფლიის ნაკრძალში და პრომეთეს მღვიმე, იჯომარდოთ მდინარე რიონზე ან დაისვენოთ კურორტებ წყალტუბო, საირმე ან ნუნისში. ცხელ დღეებში გაგრილდებით სამცვერას, კინჩხას ჩანჩქერებზე.
აუცილებლად სანახავი კულტურული ძეგლებია: გელათის ტაძარი, ბაგრატის ტაძარი, კაცხის სვეტი.
იმერეთის კლიმატი
იმერეთში სუბტროპიკული კლიმატია, მის ნაწილში ზღვის გავლენა შესუსტებულია, თუმცა ნოტიო კლიმატია დამახასიათებელი. ზამთარი ცივია, ზაფხული- მშრალი და ცხელი.
იმერული სამზარეულო
იმერული სამზარეულოს მთავარი ატრიბუტებია ხაჭაპური და ჭყინტი ყველი. გავრცელებულია ნიგვზითა და ძმრით დამზადებული ფხალეულობაც. გარდა ამისა, ცხოველის შიგნეულობისგან დამზადებული-კუჭმაჭი.
იმერეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი მხარეა. ყურძნის გამორჩეული ჯიშებია: ციცქა, ცოლიკოური, კრახუნა, ალადასტური და საფერე.