გურიის რეგიონი კოლხეთის დაბლობზე, საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ბდებარეობს. დასავლეთით ესაზღვრება შავი ზღვა, სადაც მაგნიტური ქვიში სანაპიროებია, მეორეს მხრივ კი, გურიის მთებში ულამაზეს ბუნებას იხილავთ. გურიის ჰავა გამოირჩევა სამკურნალო თვისებებით, რადგან შერწყმულია ზღვისა და მთის ჰაერი.
რა ვნახოთ გურიაში
კურორტები- გომისმთა, ბახმარო და ნაბეღლავი
ზღვისპირა კურორტები- შეკვეთილი, ურეკი, გრიგოლეთი
კულტურული ძეგლები- ასკანის ციხე, უდაბნოს მონასტერი, ვაშნარის ნაქალაქევი
ნაკრძალი- კოლხეთის ეროვნული პარკი
გურიის კლიმატი
გურიის დაბლობი ნოტიო-სუბტროპიკული ჰავით ხასიათდება. ზაფხული ზომიერად ცხელია, ზამთარი-ზომიერად გრილი.
გურული სამზარეულო
მდიდარია მცენარეული, ნიგვზიანი კერძებით და სხვადასხვა სახის ფხალეულობით. პოპულარობით სარგებლობს საშობაო ღვეზელი, რომელიც ჰგავს ხაჭაპურს და მთვარისებრი ფორმა აქვს. გამორჩეული ყურძნის ჯიშებია- ჩხავერი, მტევანდიდი, ჯანი და ალადასტური.