აღმოაჩინე სვანეთისვანეთი

სვანეთი საქართველოს ყველაზე მაღალმთიანი მხარეა და მდებარეობს დასავლეთ-ჩრდილოეთ ნაწილში, ითვლება კავკასიაში ყველაზე მაღლა დასახლებულ რეგიონად. სვანური კოშკები არა მხოლოდ სასწაულ სანახაობას ქმნის, არამედ ამ ნაგებობებს მოსახლეობა თავს თავდასაცავად აფარებდა. 

რა ვნახოთ სვანეთში

ესტუმრეთ კუთხის ცენტრ მესტიას, სადაც უამრავი სვანური კოშკია, მათ შორის სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი. აუცილებლად იმოგზაურეთ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღლა დასახლებული სოფელი-უშგული. მოინახულეთ შდუგრას ჩაჩქერი, ოქროსწყლის ტბები, ჭალაადის ყინულვარდნილი.ზამთარში სათხილამურო სპორტით კურორტ ჰაწვალ ან თეთნულდზე დაკავდებით.   

სვანეთის კლიმატი 

სვანეთში ზამთარი ცივი და გრძელია, ზაფხული ხანმოკლე და თბილი. ყველაზე დაბალი ტემპერატურა -25℃-ია დაფიქსირებული, ხოლო მაქსიმალური-  +35℃.

სვანური სამზარეულო 

სვანური სამზარეულოს კერძები შეზავებულია სვანური მარილით, რაც მარილის, წიწაკის და სხვადასხვა სუნელების ნაზავია. ადგილობრივი პროდუქტი ეკოლოგიურებით გამოირჩევა.   აუცილებლად დააგემოვნეთ სულგუნი,კუბდარი (ცომში ჩაშუშული ხორცი), ჭიშდვარი (მჭადის ფქვილში შეზელილი ყველი), ფხალეულის ღვეზელები. 

სვანეთში ვაზი არ ხარობს, შესაბამისად ადგილობრივი ღვინო არ იწარმოება, თუმცა პოპულარულია თაფლისა და ანწლის, ისევე როგორც სხვადასხვა ხილისგან გამოხდილი არაყი.

საინტერესო ფაქტები
  • კავკასიის 10 უმაღლესი მწვერვალი სვანეთში მდებარეობს
  • საქართველოში ყველაზე მაღალი მწვერვალი სვანეთში მდებარეობს – შხარა, რომლის სიმაღლე 5068 მეტრია
  • საბჭოთა ალპინისტები შხარაზე პირველად 1933 წელს ავიდნენ 
  • საქართველოში ყველაზე დიდია მყინვარი ლეხზირი, რომელიც მდებარეობს სვანეთში. მისი სიგრძეა 12 კმ, ხოლო ფართობი – 36 კვ. კმ.
  • სვანეთში 200-მდე სვანური კოშკია და დაახლოებით 20-25 მეტრი სიმაღლისაა
რჩევა
  • ეწვიეთ სვანეთს ლამპრობის დღესასწაულზე, რომელიც წინასაგაზაფხულოდ იმართება. მისი მიზანია მოსავლიანობის და კარგი ამინდის მოხმობა. საღამოს ადამიანები უზარმაზარი კოცონის გარშემო იკრიბებიან და მართავენ ჭიდაობას, სიმღერას, ცეკვას და სხვა ტრადიციულ აქტივობებს.
  • მუნიციპალიტეტები: 4
  • ფართობი (კმ2): 5 776
  • მოსახლეობის რაოდენობა: 13 702