აღმოაჩინე აჭარააჭარა

ზღვისპირა რეგიონი საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს და ქვეყნის ყველაზე წყალუხვი მხარეა.  

 

საინტერესოა ისტორიული თვალსაზრისითაც, რადგან აქ მდებარეობს პირველი საუკუნით დათარიღებული გონიოს ციხე, რომელიც სიმბოლურად წარმოადგენს ადგილს, სადაც ოქროს საწმისის ძიებაში არგონავტები და იასონი ჩავიდნენ.  

 

აჭარაში მდებარეობს ქალაქი ბათუმი, სადაც ერწყმის მე-20 საუკუნის და თანამედროვე არქიტექტურა.  

 

აჭარის კლიმატი  

 

აჭარაში სუბტროპიკული ჰავაა, აქ კლიმატი საკმაოდ ტენიანია, ზამთარი თბილია, ზაფხული კი- ცხელი, რაც იდეალურია ზღვაში ცურვისათვის. ზამთარში მაღალმთიანი რეგიონები დიდთოვლიანობით გამოირჩევა, სანაპიროზე თოვლიანი ნალექი არცისე ხშირი მოვლენაა, თუმცა როდესაც ეს ხდება, ეს სანახაობა არ უნდა გამოტოვოთ.  

 

აჭარული სამზარეულო 

 

აჭარულ სამზარეულოში უამრავი ფერია, გარკვეულწილად თურქული კულინარიის ზეგავლენა იგრძნობა, განსაკუთრებით ტკბილეულში- ბაქლავა და შაქარლამა. აჭარული კერძები საკმაოდ ცხიმიანი და მძიმეა, ამის ნათელი მაგალითია აუცილებლად დასაგემოვნებელი კერძი- აჭარული ხაჭაპური.

საინტერესო ფაქტები
  • აჭარის ტერიტორიაზე ბუნებრივი ნაკრძალები საუკეთესო ადგილებია ეკოტურიზმის მოყვარულთათვის: მტირალას ეროვნული პარკი, ქობულეთის დაცული ტერიტორიები, კინტრიშის ნაკრძალი და მაჭახელას ეროვნული პარკი;
  • მტირალას ეროვნული პარკი საქართველოში ყველაზე ნალექიანი ადგილია, უფრო კონკრეტულად მთის დასავლეთ ფერდობები, სადაც ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა 4000მმ-ია;
  • საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაფიქსირდა დაჭარნალში;
  • ბოტანიკურ ბაღში მცენარეთა უამრავი სახეობაა
რჩევა
  • მიუხედავად იმისა, რომ აჭარა ზღვის სანაპიროსთან ასოცირდება, არ გამოტოვოთ მთიანი აჭარა, რომელიც ულამაზესი ბუნებით გაგაოცებთ და მოგწყვეტთ ქალაქის აურზაურს.
  • მუნიციპალიტეტები: 6
  • ფართობი (კმ2): 2 900
  • მოსახლეობის რაოდენობა: 346 347