აღმოაჩინე აფხაზეთიაფხაზეთი

აფხაზეთი საქართველოს დასავლეთ მხარეს, შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ. გასაოცარია ბუნების მრავალფეროვნებით, რადგან აქ ყველაფერია თავმოყრილი: ზღვა, თოვლიანი მთები, ტბები თუ ჩანჩქერები.

 

რა ვნახოთ 

  • ნაკრძალები: ფსხუ-გუმისთის რიწის და ბიჭვინთა-მიუსერას

  • კურორტი ბიჭვინთა

  • საქართველოში ყველაზე ღრმა ტბა- რიწის ტბა

  • სოხუმის ბოტანიკური ბაღი- გაშენებული 1840 წელს, ერთ-ერთი უძველესი ბაღი კავკასიაში

  • კრუბერის გამოქვაბული- 2190 მეტრი სიღრმის გამოქვაბული, ერთ-ერთი უღრმესია მსოფლიოში

  • კულტურული ძეგლები: ანაკოფიის ციხე, შარვაშიძეების სასახლე, წებელდის ციხე, ბიჭვინთის ტაძარი

 

კლიმატი 

აფხაზეთი მთაგორიანი მხარეა, რაც ტერიტორიის დაახლოებით 74%-ს მოიცავს. აფხაზეთის სანაპირო ზოლი სწორხაზოვანია. აღსანიშნავია სოხუმისა და გაგრის უბეები, ბიჭვინთისა და სოხუმის კონცხები. აფხაზეთში ჰავის ტიპი ზონების მიხედვით იყოფა: ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავა თბილი ზამთრითა და ცხელი ზაფხულით (ზ. დ. 300-400 მ-მდე); ნოტიო ჰავა ზომიერად ცივი ზამთრითა და ხანგრძლივი თბილი ზაფხულით (300-400 მ--დან 1000-1100 მ-მდე); ნოტიო ჰავა ცივი ზამთრითა და ხანგრძლივი გრილი ზაფხულით (1000-1100 მ-იდან 2000-2100 მ-მდე); მაღალმთის ნოტიო და გრილი ჰავა (2000-2100 მ-იდან 2800-2900 მ-მდე) და მაღალმთის ნივალური ჰავა (2800-2900 მ ზევით). ყველაზე თბილი თვეებია ივლისი-აგვისტო. ნალექების მაქსიმუმი ზამთარში მოდის, ზაფხულში, მინიმუმი, რაც ხმელთაშუა ზღვის ჰავას ჰგავს. 


 

სამზარეულო 

აფხაზური სამზარეულო მდიდარია ნიგვზით, წიწაკით, საწებლებით შეზავებული კერძებით. ცნობილია აფხაზური აჯიკა და ლეღვის ტყლაპი. ტრადიციული კერძებია: არიცვმგელი (ნიგვზიანი მჭადი), აყრდცა (ლობიოს შეჭამანდი), აფხაზური აჩმა. აფხაზური ვაზი ნოტიო ჰავასა და ნესტს კარგად იტანს. გამორჩეულია ჰიბრიდული ადესა და ცოლიკოური ვაზის ჯიშები.

 

საინტერესო ფაქტები
  • საქართველოში უდიდესი ჩანჩქერია კლიჩი, რომლის სიმაღლეც 100 მეტრია.
  • საქართველოს ყველაზე ღრმა ტბა რიწის ტბაა, რომლის სიღრმეც 101 მეტრია. 
  • საქართველოში ყველაზე ღრმა კასტრული უფსკრულია გუდაეთის მონიციპალიტეტში მდებარე თოვლიანა. ერთ-ერთი ყველაზე ღრმაა მსოფლიოში, სიღრმით-900მ.
  • ლეპრუა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე მდინარეა
  • აფხაზური ენა კავკასიური ენების ჩრდილო-დასავლურ აფხაზურ-ადიღური ენების ჯგუფს მიეკუთვნება
რჩევა
  • გირჩევთ დეტალურად გაარკვიოთ წესები და კანონები აფხაზეთის ტერიტორიაზე შესვლამდე.
  • მუნიციპალიტეტები: 4
  • ფართობი (კმ2): 4 913
  • მოსახლეობის რაოდენობა: 102 000