აღმოაჩინე თბილისითბილისი

საქართველოს დედაქალაქი თბილისი, კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი სოციალური, კულტურული და ინდუსტრიული ცენტრია. არქეოლოგიური გათხრებით დასტურდება, რომ თბილისის ტერიტორია დასახლებული ყოფილა ჯერ კიდევ ძვ. წ. IV ათასწლეულში. ვახტან გორგასალმა ადგილი ნადირობისას აღმოაჩინა, აღადგინა და გააშენა, ამიტომ იგი მიჩნეულია ქალაქის დამაარსებლად. დღესდღეობით თბილისში არაერთი საინტერესო ღონისძიება იმართება. უფრო და უფრო პოპულარული ხდება ღამის ცხოვრებით, ხელოვნების სხვადასხვა მიმართულების ფესტივალებით და ბიზნეს-სამიტებით. 

 

რა ვნახოთ 

კულტურული ძეგლები: სამების საკათედრო ტაძარი, სიონი, ქაშუეთი, ნარიყალის ციხე-სიმაგრე;

მუზეუმები: თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, წიგნის მუზეუმი, თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი; 

ბუნება: კუს ტბა, ლისის ტბა, ჭილის ტბა, თბილისის ბოტანიკური ბაღი, თბილისის ზღვა, თბილისის ეროვნული პარკი, ლეღვთახევის ჩანჩქერი;

ტურისტული ადგილები: აბანოთუბანი, მთაწმინდის პარკი, ძველი თბილისი, თემქის მონუმენტი- საქართველოს მატიანე, შარდენის ქუჩა;

ღამის ცხოვრება: ბასიანი, ხიდი, მტკვარზე, კაფე-გალერი, დაივ ბარი, კანუდოსი, ფაბრიკა და სხვ. 

 

კლიმატი 

 

თბილისში ზომიერად თბილი სტეპურიდან ზომიერად ნოტიო სუბტროპიკულზე გარდამავალი ჰავაა. ზომიერად ცივი ზამთარია და ცხელი ზაფხული. უხვნალექიანია მაისი, მცირენალექიანი — იანვარი. 

 

ტრანსპორტი

 

თბილისში რამდენიმე სახის ტრანსპორტით შეგიძლიათ სარგებლობა:

  • თბილისის მეტრო- მეტროპოლიტენს ორი ხაზი აქვს

  • ავტობუსი 

  • სამარშუტო ტაქსი

  • ტაქსი

საინტერესო ფაქტები
  • თბილისს 1936 წლამდე ტფილისი ეწოდებოდა
  • თბილისი 10 უბნად იყოფა
  • თბილისის მოსახლეობა ყოველთვის მრავალეთნიკური იყო. ქართველების გევრდით ქალაქში ცხოვრობდნენ სომხები,  ქურთები, ებრაელები, აზერბაიჯანელები, რუსები, ბერძნები. 
  • თბილისი კავკასიაში ერთადერთი ქალაქი იყო და არის, სადაც მეჩეთს, სინაგოგასა და ეკლესიას გვერდი-გვერდ იხილავთ. 
  • ქალაქის წყლის მთავარი არტერიაა მტკვარი, რომელიც ქალაქს ორ ნაწილად ყოფს
  • ქალაქი ზღვის დონიდან 370-700 მეტრზეა გაშენებული
  • მუნიციპალიტეტები: 10
  • ფართობი (კმ2): 726
  • მოსახლეობის რაოდენობა: 1 500 000