აღმოაჩინე არაბთა გაერთიანებული საემიროებიარაბთა გაერთიანებული საემიროები

ემირატების ქალაქებში, დუბაიში და შარჯაში მოხვედრა თბილისიდან შესაძლებელა პირდაპირი რეისით.

აქ სამოგზაუროდ ყველაზე კარგი პერიოდია სექტემბრიდან აპრილის ბოლომდე.

მოგზაურობის დროს უნდა გაითვალისწინოთ:

·         საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში დაუშვებელია ნასვამ მდგომარეობაში გამოჩენა. (ალკოჰოლი იყიდება მხოლოდ სასტუმროში და რესტორანში)

·         ჯარიმა ნაგვის დაგდებისთვის

·         ადგილობრივი ქალებისადმი ზედმეტი ყურადღების შემთხვევაში ისჯება კანონი

 მიუხედავად სხვადასხვა ტიპის შეზღუდვებისა ემირატებში მოგზაურობა ძალიან მრავალფეროვანია, აქ შეგიძლიათ დატკბეთ ცათაბჯენებით, დაისვენოთ ხელოვნური კუნძულზე,  იშოპინგოთ გიგანტურ სავაჭრო ცენტრებში, გაისეირნოთ უდაბნოში  აქლებით, კვადროციკლით ან ჯიპით, გადმოხტეთ პარაშუტით ვერტმფრენიდან და იფრინოთ ცათამბჯენების თავზე.

ემირატებში სამოგზაუროდ საქართველოს მოქალაქეს სჭირდება პსრ ტესტი, რომელიც უნდა გაიკეთოთ ერთი გამგზავრებამდე 72 სთ განმავლობაში და მეორე ემირატების აეროპორტში.  სამოგზაუროდ ასევე გჭირდებათ ვიზა და კოვიდ დაზღვევა. ვიზის მისაღებად საჭიროა, რომ მგზავრმა გამოგვიგზავნოს პასპორტის პირველი გვერდის სურათი.

ასევე გაითვალისწინეთ, რომ სასტუმროებში საჭიროა ფულადი დეპოზიის დატოვება, რომელიც ნომრის დატოვების შემდეგ დაგიბრუნდებათ.

ახლა კი გაგაცნობთ არაბეთის საემიროებს და იმისთვის რომ აღმოაჩინოთ თქვენთვის საინტერესო ემირატი გაეცანით ჩვენს რეკომენდაციებს:

დუბაი, არჯა, უმმ ალ-ქაუიენი, ფუჯაირა, აჯმანი, აბუ დაბი და რას ალ-ხაიმა.

  • მუნიციპალიტეტები: 0
  • ფართობი (კმ2): 0
  • მოსახლეობის რაოდენობა: 0
არაბთა გაერთიანებული საემიროები