თუ ზამთარშიც მზის და ზღვის მოყვარული ხართ, მაშინ ეგვიპტე საუკეთესო გადაწყვეტილებაა.
ჩარტერული ფრენები კი ძალიან კომფორტულს გახდის თქვენს დასვენებას. 3 საათიანი მგზავრობა და თქვენ უკვე შარმ ელ შეიხში ხართ.
შარმ ელ შეიხი იზიდავს როგორც სიმშვიდის, ასევე აქტიური დასვენების მოყვარულებს. გამოირჩევა ხელმისაწვდომი ფასებით და კომფორტული პირობებით. ტურპაკეტის ფასი მოიცავს:
· ორმხრივი ავიაბილეთი
· ჩასაბარებელი ბარგი და ხელბარგი
· სასტუმროში განთავსება
· სრული კვება
· უალკოჰოლო და ალკოჰოლიანი სასმელები
· ორმხრივი ტრანსფერი
· სამოგზაურო დაზღვევა
აქ ასევე შეგიძლიათ დაკავდეთ წყალქვეშა აქტივობებით, დაგეგმოთ საფარის ტური სინაის უდაბნოში.
ნაამა ბეი – შარმ ელ შეიხის ტურისტული და ღამის გასართობების ცენტრი. აქ სანაპიროები ქვიშიანია და მარჯნის რიფებიც ნაკლებად ქმნის დისკომფორტს ცურვისას. რაც შეეხება შარმ ელ შეიხის სხვა რაიონებს (შარმ ელ მაია, შარკ ბეი), ისინი წარმოადგენენ ბუნების დაცულ ზონებს და რიფებისგან გაწმენდა აკრძალულია.