ვენა მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. დღეს ვენა ვალსის, ხელოვნების, მუსიკის ქალაქია, დიდი ტაძრებით, მდიდრული რეზიდენციებით, საოპერო სახლებით, თეატრებით და მუზეუმებით.
ვენაში მოხვედრა შეგიძლიათ სულ რაღაც 3 საათში და 30 წუთში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან.
წმინდასტეფანესტაძარი – ქალაქისა და მთელი ავსტრიის სიმბოლო ეს ნაგებობაც ჰაბსბურგების ეპოქას ეკუთვნის, ის მე-12 საუკუნეში ააგეს.
წმინდაკარლოსისეკლესია- რომელიც შავი ჭირისგან დამცველად მიიჩნეოდა. ის მე-18 საუკუნეს ეკუთვნის.
ვენისოპერა– მსოფლიოს გამორჩეული თეატრი.
ავსტრიისპარლამენტისშენობია
ხოფბურგი – ჰაბსბურგების საიმპერატორო ოჯახის ერთ-ერთი რეზიდენცია, ამჟამად პრეზიდენტის სასახლე. აქ 2600 ოთახია: უამრავი ბიბლიოთეკა, ღვინის სარდაფი და სამეჯლისო დარბაზები.
ბელვედერი– ბაროკოს სტილის სასახლე კომპლექსი, რომელიც XVIII საუკუნეშია აგებული. აქ თქვენ შეგიძლიათ იხილოთ კლიმტის ცნობილი „კოცნა“.
შონბრუნი – ჰაბსბურგების კიდევ ერთი რეზიდენცია. სასახლის ეზოშია მსოფლიოში უძველესი ზოოპარკი, რომელიც 1752 წელს დაარსდა.
ვენისრატუშა– ქალაქის კიდევ ერთი სიმბოლო. ნეოგოთიკური სტილის შენობა რინგშტრასეზე
ავსტრიული დესერტები ქვეყნის კიდევ ერთი სიამაყეა. ზახერია - შოკოლადის ტორტი გარგის სიგთავსით, რომლის რეცეპტი დღემდე საიდუმლოდ რჩება და ყველაზე ცნობილი და საყვარელი ვაშლის შტრუდელი, რომელიც აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ.