რა უნდა ვნახოთ დუბაიში?
ბურჯ ხალიფა - ქალაქის მთავარი სიმბოლო და მსოფლიოს ყველაზე მაღალი ცათამბჯენი. 124-ე სართულზე დაგხვდებათ პანორამა, საიდანაც შეძლებთ ერთდროულად დაინახოთ ოკეანე, ხელოვნური კუნძულები, უდაბნო და ცათაბჯენები.
ბურჯ ალ არაბი - სასტუმრო ხელოვნურ კუნძულზე დგას და მსოფლიოში მეოთხე ადგილსაა როგორც ყველაზე მაღალი სასტუმრო.
პალმის კუნძულები - დუბაის კიდევ ერთი სიმბოლო, რომელიც არის ხელოვნურად შექმნილი პალმის ფორმის კუნძულები და ეს სახელწოდებაც სწორედ აქედან შეერქვა,
ატლანტისი - უდიდესი საკურორტო კომპლექსი, რომელიც მდებარეობს პალმის კუნძულზე. სასტუმროს კარიბჭის ფორმა აქვს. აქ შეგიძლიათ ნახოთ დელფინარიუმი, აკვატიუმი, და დუბაის ყველაზე დიდი აკვაპარკი – Aquaventure. ამ სასტუმროში დაგხვდებათ წყალქვეშა ნომრები.
სასწაულის ბაღი - 6500 კვადრატულ მეტრზე გაშენებული ბაღი, სადაც იზრდება 45 მილიონზე მეტი ყვავილი
SKI DUBAI - გადახურული საციგურაო კურორტი, რომლის ფართობი არის 22.5 ათასი კვადრატული მეტრი და სიმაღლე 85 მეტრი.
Dubai Parks & Resorts - გასართობი ქალაქი