სტამბოლში სამოგზაუროდ ყველაზე სასიამოვნო პერიოდი არის გაზაფხულზე და შემოდგომაზე. ერთ-ერთი საუკეთესო თვე კი აპრილია, რადგან ამ დროს ყოველწლიურად იმართება ტიტების ფესტივალი.
ტიტების ფესტივალის დროს სტამბოლში აუცილებლად უნდა ეწვიოთ პარკებს: Emirgan park, Goztepe Park, Yildiz Park და Sultanahmed Square.
აქ მოგზაურობის დროს აუცილებლად უნდა გაისეირნოთ ბოსფორზე გემით, ესტუმროთ თევზის რესტორანს, მიირთვათ სინითი და სტამბოლის ქუჩებში შემწვარი წაბლი.
ბოსფორის სრუტე სტამბოლს ყოფს ევროპულ და აზიურ ნაწილად და ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან.
ევროპული სტამბოლი
· პირველი რაც უნდა ნახოთ ეს აია სოფიაას მუზეუმია, რომელიც ერთ დროს ქრისტიანული ტაძარი და თურქული მეჩეთი იყო.
· სულთან აჰმედის მეჩეთი, რომელსაც ცისფერი მეჩეთი დაერქვა მისი ინტერიერის, ლურჯი ფილების გამო.
· ტოფქაფის სასახლე - სასახლე მდებარეობს სარაგლიოს კონცხზე და შედგება უამრავი მცირე ზომის შენობისა და ოთხი დიდი მოედნისაგან.
· გულჰანის პარკი - ყოფილი სულთნის ბაღი,რომელიც აკრავს ტოფქაფის სასახლეს და შეგიძლიათ დატკბეთ სასახლის უმშვენიერესი ხედებით.
· გრანდ ბაზარი - უდიდედესი სავაჭრო ცენტრი, რომელიც გამოირჩევა ტურისტების სიჭარბით და თავბრუდამხვევი ფერებით.
· იპოდრომის მოედანი, სადაც განთავსებულია რამდენიმე ღირშესანიშნაობები: ეგვიპტური ობელისკი, გველის კოლონა და კონსტატინეს ობელისკი.
· არქეოლოგიური მუზემი, რომელიც მილიონზე მეტ არქეოლოგიურ ობიექტს მოიცავს.
აზიური სტამბოლი
· გალათას კოშკი - 66.90 მეტრიანი ქვის კოშკი, რომელსაც ცილინდრის ფორმა აქვს. კოშკში განთავსებულია რესტორანი, სადაც შეგიძლიათ მიირთვათ თურქული ყავა და დატკბეთ სტამბოლის ულამაზესი ხედით.
· დოლმაბაჰჩე - თურქი სულთნების სასახლე, რომლის აშენება დღევანდელი 35 ტონა ოქრო დაჯდა და მიენიჭა მუზეუმის სტატუსი. მსოფლიოს ბოჰემური უდიდესი ბროლის ჭაღი სასახლის ცენტრალურ ნაწილშია დაკიდული. აქ ნამდვილად გაგაოცებთ სასახლის სიმდიდრის და ფუფუნების მასშტაბები.
· ისტიკლალის გამზირი და ტაქსიმის მოედანი- სტამბოლის ერთ-ერთი ყველაზე ტურისტულად ხალხმრავალი გამზირი, სადაც განთავსებულია უამრავი აზიური თუ ევროპული კაფე-რესტორნები. აქ ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ თურქული ტკბილეული.
ცნობილი წითელი ტრამვაის ხაზიც აქ გადის, რომელიც აკავშირებთ ტაქსიმის მოედანს და ისტიკლალის გამზირის ბოლოს მდებარე მიწისქვეშა ფუნიკულიორს „თიუნელს“. ტაქსიმის მოედანზე დაინახავთ რესპუბლიკის მონუმენტს, რომელიც აგებულია 1928 წელს. მონუმენტზე გამოსახულია მუშები, ჯარისკაცები და გლეხები, რომელსაც სათავეში უდგას მუსტაფა ქემალ ათათურქი