კახეთში არაერთ უძველეს ეკლესია-მონასტრებს, ციხესიმაგრეებს და კულტურულ ძეგლს ნახავთ: შუამთა, წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, იყალთოს მონასტერი, ნეკრესი, ალავერდი, გრემი და სხვ.
კახეთს გააჩნია უამრავი მარანი, მათ შორის შალაურის, თელავის, შუმის, ვაზიანის ღვინის მარნები, სადაც შესაძლებელია ღვინის დეგუსტაცია და კახეთის ადგილობრივების სტუმართმოყვარეობის გამოცდა.
კახეთი და მეღვინეობა:
80-მდე ვაზის ჯიში;
ძირითადად მშრალი ღვინო მზადდება;
პოპულარული ჯიშები: რქაწითელი, ხიხვი, ქისი, ევროპული ტექნოლოგიით დამზადებული კახური და საფერავი;
კახეთის კლიმატი
აქ ჰავა საკმაოდ მშრალია, ზამთარი სუსხიანია, ზაფხულში კი საკმაოდ ცხელა. აღსანიშნავია, ბუნების მრავალფეროვნება, რომელიც იტევს ვაშლოვანისა და დავით-გარეჯას ნახევარუდაბნოებს, და ამავდროულად, ჩანჩქერებით სავსე ლაგოდეხის ნაკრძალს, თოვლიან კავკასიონის ქედის მწვერვალებსა, თუ ფოთლოვანი ტყის მასივებს.
კახური სამზარეულო
კახეთის სამზარეულო ძირითადად ხორციანი კერძებისგან შედგება, მათ შორის: მწვადი, ჩიხირთმა, ჩაქაფული და სხვ. რასაც შოთის პურთან ერთად მიირთმევენ. დააგემოვნეთ ყურძნის წვენისგან დამზადებული ტრადიციული ტკბილეული- ჩურჩხელა და ფელამუში.ㅤ