ბუდაპეშტი ძალიან ლამაზი, პატარა და ფეხით მოსიარულეთა ქალაქია, რომელიც ყოველდღიურად ბევრი მოგზაურის გულს იპყრობს.
ის ორ ნაწილად იყოფა: მდ.დუნაის მარჯვენა სანაპიროზე განლაგებულია „ძველი ქალაქი“ ანუ ბუდა, ხოლო მარცხენა სანაპიროზე პეშტის მხარე მდებარეობს.
ბუდაპეშტში არსებული ბევრი შენობა-ნაგებობა მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი, ასევე UNESCO იცავს ბუდაპეშტის ბუდას სასახლის უბანს, ბუდაპეშტის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს, გელერტის აბანოებს (უნგრეთი მდიდარია მინერალური წყლებით), უნგრეთის პარლამენტს, ასი წლის მეტროს და სხვა ძეგლებს.
ბუდაპეშტში მოხვედრა შეგიძლიათ სულ რაღაც 3 საათში და 15 წუთში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან.
გთავაზობთ იმ ღირსშესანიშნაობების ჩამონათვალს, რომლებიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ ბუდაპეშტის ვიზიტისას:
უნგრეთისპარლამანეტი
უნგრეთის პარლამენტი ნეო-გოთიკურ სტილშია აშენებული, ის მდ.დუნაის სანაპიროზე მდებარეობს. მისი მშენებლობისას, ის მსოფლიოს ყველაზე დიდი საპარლამენტო შენობა იყო. პარლამენტის შენობაში ინახება 1000 წლიანი სამეფო გვირგვინი, სამეფო ძვირფასეულობა, შენობა უნგრეთის 16 მეფის ქანდაკებითაა გარშემორტყმული. შენობის სიგრძე 268 მეტრს შეადგენს, კორიდორების სიგრძე კი, ჯამში დაახლოებით 20 კმ-ს შეადგენს.
წმ. სტეფანესბაზილიკა
წმ.სტეფანეს ბაზილიკა რიგით მეორე ყველაზე მაღალი შენობაა ბუდაპეშტში. მას 8500 ადამიანის დატევა შეუძლია, შენობა ნეო-რენესანსული პერიოდის ნაგებობაა. მის შესასვლელთან ულამაზესი სკვერია განლაგებული.
ოპერა
აუცილებლად მოინახულეთ ოპერა, მისი არქიტექტურა და დიზაინი ყველა მნახველს აღაფრთოვანებს
ჯაჭვისხიდი
ბუდაპეშტში ბევრი ხიდია, მათ შორის ყველაზე ძველი, გამორჩეული და ყველაზე ლამაზი ჯაჭვის ხიდია.
რკინისფეხსაცმლისმონუმენტი
მდ. დუნაის სანაპიროზე, პარლამენტის შენობასთან ახლოს მდებარეობს რკინის ფეხსაცმლის მონუმენტი. მონუმენტი მეორე მსოფლიო ომის დროს დახვრეტილ ებრაელებს უკავშირდება. წარმოდგენილია სხვადასხვა ასაკის 60-მდე ფეხსაცმელი.