აღმოაჩინე მცხეთა-მთიანეთიმცხეთა-მთიანეთი

მცხეთა-მთიანეთი აღმოსავლეთ საქართველში მდებარეობს, მდიდარია ისტორიული მოვლენებითა და კულტურული ძეგლებით. ტერიტორია მოიცავს მწვერვალებს, უღელტეხილებს და ტბებს, რაც ნებისმიერი გემოვნების ბუნების მოყვარულს დააკმაყოფილებს. 

რა ვნახოთ 

ნაკრძალები: ყაზბეგი, ფშავ-ხევსურეთი, საგურამო.

ბუნება: ჯუთის ჭაუხები,მყინვარწვერი, აბუდელაურის ტბები, ხადას ჩანჩქერი, ტანიეს ტბა, ყელიწადის ტბა, ხორისარის ვულკანი, გველეთის ჩანჩქერები. 

კულტურული ძეგლები: სვეტიცხოველი, მცხეთის ჯვარი, გერგეტის სამება, შიომღვიმის მონასტერი, ვაჟა ფშაველას სახლ-მუზეუმი ჩარგალში. 

აუცილებლად სანახავი მხარეებია: ფშავი, ხევსურეთი. 

საზაფხულო კურორტები: ფასანაური, სიონი, თიანეთი.

სათხილამურო კურორტი: გუდაური

კლიმატი 

მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტში ჰავა ზომიერად ნოტიოა. დაბლობ ნაწილში ზაფხული ცხელი და ხანგრძლივია, ზამთარი-ცივი. მთაში მაღალმთის ნოტიო ჰავაა, გამოირჩევა ჭარბთოვლიანობით, მყინვარებით და გრილი ზაფხულით. 

სამზარეულო 

დააგემოვნეთ ფშავური ხინკალი, ჩობან ყაურმა, დამბალხაჭო. აღმოსავლეთ მთიანეთში ტრადიციული კერძებია: ყაღი, ყაურმა, კოტორი. ხაჭო ერთ-ერთი გავრცელებული დეტალია, რასაც სხვადასხვა კერძში ხმარობენ. ცნობილია ადგილობრივი ლუდი და არაყი-ჟიპიტაური.

საინტერესო ფაქტები
  • მხარის ადმინისტრაციული ცენტრია მცხეთა, რომელიც საქართველოს უძველესი დედაქალაქია. 
  • საქართველოში ყველაზე მაღალი ჩამქრალი ვულკანია მყინვარწვერი – 5047 მ. 
  • ხორისარი ვულკანური მთაა საქართველოში. 
  • მცხეთა-მთიანეთის მხარეში ნახავთ კავკასიონის ქედს, 3500-5000მ-ის სიმაღლის მწვერვალებს და უღელტეხილებს. 
რჩევა
  • შთამბეჭდავი ტურია თუშეთიდან ხევსურეთში ფეხით გადასვლა, რაც არაერთ თავგადასავლების მოყვარულს გაუვლია.
  • მუნიციპალიტეტები: 4
  • ფართობი (კმ2): 5 606
  • მოსახლეობის რაოდენობა: 94 573