ფესტივალი ქალაქში მერვე წელია ტარდება და ტრადიციულ ხასიათს ატარებს
ამ დღეს ქალაქი უამრავ სტუმარს მასპინძლობს.
საფესტივალო სვლა 13:00 საათზე ბარათაშვილის ქუჩიდან დაიწყება. მთელ პერიმეტრზე ძველ სიღნაღურ აივნებზე ხალიჩები გამოიფინება, განლაგდება ცხრა კასრი, სადაც ე.წ. „გლეხური წესით“ დამზადებული ღვინო და კუთხური სამზარეულო იქნება წარმოდგენილი. გამოცხვება „დედას პური“ და კახური ნაზუქი, შეიწვება მწვადი, მოდუღდება თათარა.
მასპინძლები სტუმრებს კუთხური სამზარეულოს დაგემოვნებას შესთავაზებენ.
ს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული სტუმრები კუთხურ სამზარეულოს წარმოადგენენ.
ბარათაშვილის ქუჩაზე ს სხვადასხვა კუთხიდან მოწვეული ხალხური რეწვის ოსტატთა ნამუშევრების (ხალიჩა, ფარდაგი, თექა, ქვილთი, კერამიკა, გობელენი და სხვა აქსესუარები) გამოფენა მოეწყობა. საფესტივალო ქუჩის მთელ პერიმეტრზე მედუდუკეთა და ფოლკლორული ანსამბლები განლაგდებიან.
ქალაქი არც ხელოვნების მოყვარულებს დატოვებს უყურადღებოდ. წელს პირველად, თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა გაკეთდება. ასევე, აკორდეონით გალიანოს ნაწარმოებები შესრულდება.
ყოფილი „პოპულის“ შენობასთან ღვინის კომპანიები ევროპული წესით დაყენებული ღვინის გამოფენას გამართავენ. აქვე მოხდება ღვინის დეგუსტაცია.
ფესტივალი სიღნაღში ერეკლე II-ის მოედანზე გამართული კონცერტით დასრულდება , რომელშიც მონაწილეობას ს სხვადასხვა კუთხიდან მოწვეული ანსამბლები მიიღებენ.
„შემოდგომის ფესტივალი სიღნაღში“ 13:00 საათზე დაიწყება და 19:00 საათამდე გასტანს.
ტურის ღირებულებაა ერთ პერსონაზე.
ღირებულებაში შედის:
ტრანსპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით,
ადგილების მცოდნე გამყოლი,ფოტოგადაღება
ვიკრიბებით მეტრო ისანთან გასვლა დილის 8 საათზე. გზად მოვინახულებთ ბოდბის წმინდა ნინოს მონასტერს.
არ ვაგვიანებთ დანიშნულების ადგილას
. არ ვაბინძურებთ გარემოს. ვემორჩილებით გამყოლს.
ადგილებს ვჯავშნით წინასწარ :